ჯუანთამაში მარტო მეკარემ როგორ უნდა მოიგოს ? კიარადა, მინდვრის მოთამაშეც ვერ მოიგებს თამაშს მარტო, მეკარეს როგორ თხოვ მაგას ?
აგიხსნი რატოა ალისონი საუკეთესო. არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ევროპაში ახალი გამოჩენილია და მანამ ბრაზილიაში თამაშობდა, თან 20 წლის ასაკში დაიწყო თამაში. ეს ისეთი ფაქტორებია, რაც შენზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ან იბადები ევროპაში ან სხვაგან და მერე დრო გჭირდება აქეთ გამოსაღწევად. მარა ოდნავადაც არ აკნინებს ბრაზილიაში თამაში ვინმეს. რომამ რო იყიდა, მე და ჩემი ძმაკაცი ვკაპარაკობდით, დედის პროჭი ვაგინეთ გუნდს, იტალიაში იყო და ბრაზილიიდან მოგყავდეს მეკარე, როცა გვერდით, ერთი ხელის გაწვდენაზე არიან პერინი და მერეტი, მაგარი ###ობაათქო. მარა სულ მალე გამოვყლევდით ისეთი მაგარი გამოდგა

მეკარე არ შეიძლება შეაფასო გუნდური შედეგით. ალბათ ერთადერთი პოზიციაა, რომელსაც ვერ დაადანაშაულებ წაგებაში, თუნდაც 3 ან 4 ბურთი გაუშვას. მაგალითად, რომში წაგებული თამაშიდან გუნდში შტეგენი იყო საუკეთესო და ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება ძალიან ბევრის.
მეკარე არ ფასდება მარტო გაშვებული გოლებით და სეივებით. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია არის დაცვის დალაგება. როგორ მითითებებს აძლევს დაცვას, დიდწილად განაპირობებს მცველების თამაშს. მოედანზე დაცვის მწვრთნელად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე არის ფსიქოლოგიური მომენტი, თუ როგორ თამაშობ ხაზზე. ხაზზე ალისონი არის სასწაული. არ ვიცი გაქვს თუ არა მაგის სეივები ნანახი, წარმოუდგენელი სირთულის ბურთების აღება შეუძლია. დარტყმულის და ჩამატებულის. ასევე ძალიან ინტელექტუალური მეკარეა, ისეთი სირთულის ბურთებს ისე მარტივად იღებს, რომ გგონია რიგითი სეივია, რომელსაც ყველა გააკეთებდა, მაგრამ ერთი შეხედვით გგონია ეგ, რადგან ისე სწორად იყნოსა მომენტი, რომ გაიმარტივა სეივი, უხეშად რომ ვთქვათ, და ამიტომ ჩანს რთული მარტივად. როცა დაცვას სწორად ალაგებ და უშუალო ფუნქციებსაც უმაღლეს დონეზე ართმევ თავს, ეს არნახულად მატებს თავდაჯერებას მცველებს და უფრო თავისუფლად თამაშობენ, ნაკლები შიშით, წნეხით, დაძაბულობით.
გავამარტივებ:
- დაცვის დალაგება
- ხაზზე თამაში
- გამოსვლაზე თამაში
- თამაშის და ეპიზოდების სწორად წაკითხვა
ამ კომპონენტებისგან შეიძლება შევაფასოთ მეკარის ვარგისიანობა. ალისონს ყველა აქვს უმაღლეს დონეზე. წარმოუდგენლად მაღალ დონეზე. შესაბამისად, საუკეთესოა დღეს. პირველ ეშელონშია ნოიერთან ერთად. თან ეს მოახერხა ძალიან მოკლე დროში. დანარჩენი უკვე გუნდზეა დამოკიდებული. სხვებმაც თუ ისე ითამაშეს როგორც ალისონი თამაშობს, მოხვეტავს ლივერპული ყველა თასს, მარა ალისონის გაქანების არავინაა მაგ გუნდში. ერთადერთია ლივერპულში, რომელსაც შეუძლია უდიდესი სახელით დარჩეს ისტორიაში. დანარჩენს დრო გამოაჩენს.