გილოცავთ!
ავტობუსა გუნდებთან გაგვიჭირდება მაგრად. თამაშიდან მომენტის შექმნა ვერ შევძელით თითქმის, არც არანაირი გეგმა ბ არ გვქონდა.
მორატას მაგივრად ჟირუ, პედროს მაგივრად ვილიანი, კოვას მაგივრად მენჯბარკლი - ტაქტიკაში არანაირი ცვლილება. სარი სულ ერთ "პლასტიკას" ატრიალებს. ეს პლუსიც არის და მინუსიც ერთდროულად
აზარის გოლამდე საერთოდ არ გვიტევდა ნიუკასლი. განა ვერ გვიტევდა, აი პრინციპულად არ გვიტევდნენ. ბენიტესის დავალება იყო ეგ. როგორც კი გოლი გაუშვეს წამოვიდნენ და თურმე შესძლებიათ დედა#####ულებს. ჰოდა ჩვენს დაგვეწყო პრობლემები. დაცვა სერიოზულად მისახედია.
ალონსო ჯიგარია და წინ ძალიან პროდუქტიულია, მეორე ბრანაა. მარა დაცვაში არის ძალიან სუსტი, მცველი არაა ფაქტიურად. მარცხენა ნახევარმცველს თამაშობს, წინ მირბის და უკან ავიწყდება. მარტო ამ თამაშიდან გამომდინარე არ ვამბობ. მოწინააღმდეგე მწვრთნელს უფასო რჩევა თუ უნდა აგერ: ალონსოს ფლანგზე გააკეთონ შეტევების აქცენტი და ძალიან დაგვერხევა.
წინა გვერდებზე რაც დავწერე: ალონსო-ლუისი ერთ მხარეს ცოტა ნიტოა.
ჟორა მომენტებში ოდნავ სწრაფ ფაბრეს მაგონებდა.
კეპა რავი +- კაბალიეროა.
კანტე პირველ ტაიმში დაკარგული იყო, მეორეში საკაიფოდ ითამაშა ძალიან.
მორატას რამე უნდა მოუხერხონ. უსაზიზღრესი ფეხბურთელია, ჟირუ ბევრად უკეთესია. არაფერი არ გაუკეთებია, მარა ერთ მომენტში მაგან და აზარმა წკაპ-წკამ გაითამაშეს უცებ. ბევრად უფრო პრპოდუქტიული იქნება. ან აზარი ფორვარდად. ყოველშემთხვევაში მორატა ყელშია უკვე.
ბორმუთი მოიჭიმება ბრიჯზე. იდეალური სტარტი გამოგვდის.