აუ ისე მართლა რა საცოდავი გუნდია არსენალი
არც ეგ ევრო გარშოკი არ მოუგია, თან ფინალში როცა გავიდა იქ გალათასარაისთან წააგო

ნუ ვიცი რომ მაშინ ძალიან კაი გუნდი ყავდა გალას მაგრამ მაინც უნდა მოეგო არსენალს, არც არსენალს არ ჰყავდა ცუდი გუნდი, პრემიერლიგებს იგებდა მაგ პერიოდში ბოლობოლო, შიგადაშიგ, ფერგის რომ ფეხი უცდებოდა, არსენალი იყო პირველი კანდიდატი პრემიერლიგის მოგების......
ჩემპიონთა ლიგაზეც ერთხელაა ფინალში და ისიც წააგო,
თასების თასზეც სამი შესაძლო ფინალიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მერე სუპერთასზეც გაასხა
და ჩელსი, რომელმაც 2000იანი წლების მოახლოვებისას დაიწყო ფეხბურთის თამაში, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ევროპა ლიგაც მოიგო, ევროპის სუპერთასიც, ერთი ფინალიც დადო ჩემპიონთა ლიგის, და ის თასების მფლობელთა თასიც არსენალზე მეტჯერ აქვს მოგებული
ცოტაც და ტოტენჰემიც არსენალზე წინ გადავა ლონდონურ კლუბებში

ისე თვალსა და ხელს შუა მოვესწარით იმას რომ ერთი ლონდონური კლუბი მეორეზე უფრო დიდი გუნდი გახდა (ჩელსი არის ლონდონის N1 კლუბი და შემდეგ მოდის არსენალი)
ხოდა რავი, წელს ლიგა თუ დადო ტოტენჰემმა და მომდევნო წლებში ერთი ევროპა ლიგაც მიარტყა, ეგეც არსენალზე დიდ გუნდად ჩამოყალიბდება

ფინალს ჩელსი მოიგებს ჩემი აზრით, მაგრამ შანსები მაინც ძალიან თანაბარია, სულ ოდნავი ფავორიტია არსენალი და ამ ოდნავ ფავორიტობას აძლევს ის მოტივაცია რომ ევროტიტული არ აქვს გუნდს, + უნაი ემერის გამოცდილება ამ ტურნირზე + მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა....
და მაინც ჩელსიმ რომ მოიგოს, არ იქნება გასაკვირი
This post has been edited by toko17171717 on 27 May 2019, 12:33