https://twitter.com/speedmercy/status/1036201673402793984Tengiz@@თქვენ, რონალდოს ფანებს არ გესმით ეტყობა რაღაც-რაღაცეები და აგიხსნი რაშია საქმე:
1. რონალდო არის უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ საქციელები აქვს უმდაბლესი და ამის აღნიშვნა მის სიძულვილს არ ნიშნავს. შეიძლება პრინციპების დონეზეა განსხვავება და ვიღაცისთვის მისი საქციელი არაფერს არ ნიშნავს, ვიღაცისთვის იმედგამაცრეუბელია. მაგალითად ჩემთვის და ბევრისთვის ### საქციელია როდესაც ფინალის მერე ზედიზედ სამჯერ დადებული ლიგის მერე, იმ შედეგის მერე რომელზე ოცნებას სხვა კლუბები სიზმარშიც კი ვერ გაბედავენ გამოდიხარ და ფანებს და თანაგუნდელებს აშხამებ ყველაფერს და მანიპულაციის მიზნით ამბობ აბა ჰეთ, წავედიო. მახსოვს მეორე დღეს ბერნაბეუზე აღნიშვნა რომ იყო ყველანი რონალდოს ვაკვირდებოდით ლუპით, აბა ხო მღერის, აბა ხო იცინის, აბა გერბს ხო კოცნის, აბა ხო ბედნიერია. მერე ვერ მორიგდა და კლუბიდან წავიდა ისე რომ არავის არ დაემშვიდობა. პერესთან სულ რომ სისხლიანი გარჩევა ჰქონოდა მის თანაგუნდელებს და მის ფანებს არაფერი დაუშავებიათ ასე რომ წავიდა.
2. მისი ეგო რომ უსასრულოა გასაგებია და თუ მესის, ბარსელონას ან სხვა კლუბების მიმართებით ### საქციელები აქვს არც ვამტყუვნებთ. ეს ისაა რაც გამარჯვებისთვის გჭირდება, მაგრამ როცა შენი თანაგუნდელი, უსაყვარლესი კაცი ცხოვრებაში ერთხელ კუთვნილ აღიარებას მოიპოვებს და შენ ამის გამო არ მიხვალ დაჯილდოვებაზე ეგეთი ეგო ერთ ადგილას გაიკვეხე. + მენდეშს რეები აბაზრა. თქვენთვის თუ ეს ნორმალურია ჩვენთვის არა და ტყუილად ირჯებით მის გაპრავებაში.
3. რონალდო რომ წავიდა მისმა ფანებმა რა აღარ აკადრეს რეალს. სოფლის გუნდად და ვიღაცეების პუტანკაც აქციეს უცებ. თითქოს არც სახელი და არც დიდება რონალდომდე არ არსებობდა. როცა საქმეს ასე აყენებ რეალის ფანი ცალკეულ ფეხბურთელზე მაღლა აუცილებლად დააყენებ რეალს.
4. რონალდო რომ წავიდა რეალის თამაშზე არაადეკვატური ანალიზი კეთდებოდა. მაგალითად ატლეტიკოსთან მარცხი რომელიც პირწმინდად მცველების შეცდომა იყო უცებ რონალდოს არ ყოფნას დაბრალდა. მერე გული ისე ერეოდათ თურმე რეალის თამაშზე რომ ყურებას არ აპრებდნენ. ეხლა ყველაფერი დალაგდა და თურმე კი ლამაზად თამაშობს რეალი მაგრამ დაბალი დონის გუნდებთან და აბა მაგრებთან რას იზამს და ეს გამაღიზიანებელი პალასა გრძელდება უსასრულოდ
5. ლიგის მოგება წელს ჩვენი საზომი არ არის და არცერთ მადრიდისტას არ მოუბრუნდება ენა ლიგაზე რომ უახლოესი წლები ვერაფერი ვერ გავაკეთოთ და ტყუილად ნუ ირჯებით ამ ლიგის პასუხისმგებლობის შემოტენვით. + ფინალი ბეილმა მოიგო უკვე რონალდოს გარეშე და ჩვენი თავდასხმის შეურაცხყოფაც ასევე გამაღიზიანებელია მაშინ როცა 10 კაცი მართლა რონალდოზე თამაშობდა.
სფეროუ კი არა, თქვენ, რონალდოს ფანეები ახერხებთ ჩვენს გაღიზიანებას გამუდმებით რომ რეალს ხართ ჩასაფრებულები თორემ მიაღწიოს წარმატებას იმ თავის იუვეში და მოიგოს ლიგა, მე არ ვარ წინააღმდეგი. უბრალოდ მერე მაგარი ტვინის ##### წავა და მაგრად მეზარება