დღეს, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. გარდა ამისა, UEFA წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს. ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონიის დამხობას შეეცდებიან. ამასთან ერთად, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კიდევ ერთი მიზეზით იქნება ყურადღების ცენტრში: ის ფლორენტინო პერესს ისევ შეხვდება...
მას შემდეგ, რაც რონალდუ "იუვენტუსში" გადაბარგდა, მასსა და პერესს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება. კრიშტიანუმ ტურინში გადაბარგების შემდეგ განაცხადა, რომ "იუვენტუსში" იპოვნა ის სითბო და პატივისცემა, რაც "რეალში" აკლდა. ამით მან ფლორენტინოს მინიშნება გაუკეთა.
"რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია არ ჰქონია. როცა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი შვებულება დასრულდა, ის პირდაპირ "იუვენტუსში" გადაბარგდა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მასსა და პერესს შორის ურთიერთობაში ბზარი იყო.
მონაკოში ფლორენტინოსა და კრიშტიანუს გზები კვლავ გადაიკვეთება. ახლა მათ სხვადასხვა ინტერესები აქვთ. პრესის წარმომადგენლების ყურადღება ამ ორი პიროვნებისკენ იქნება მიმართული.
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu