gauchoჩემი აზრით, დანიშნულება ფეხბურთს, თავისთავად, არ აქვს. დანიშნულება აქვს ადამიანს და მერე რა დანიშნულებასაც ადამიანი მიანიჭებს სპორტის ამ სახეობას, იმ დანიშნულების იქნება. მე ჩემზე დავწერ რა დანიშნულებითაც მიყვარს
ეს არ არის უბრალოდ ლუდი + ჩიფსი ან სტადიონზე გასეირნება.
ბევრი რამე ვისწავლე ფეხბურთიდან, ფეხბურთელების კარიერიდან, თამაშიდან, ტაქტიკიდან, ნიჭიდან.
ჩემთვის ფეხბურთი სხვისი ქმედების საშუალებით სურვილების ასრულებაა
ყველას ის ნაკრები ან კლუბი უყვარს, სადაც საკუთარ ხასიათს სცნობს.
მე ბრაზილია მიყვარს, იმიტომ რომ საქმეში პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებას ვეძებ
შედეგებზე მეტად, პროცესზე ვარ ხოლმე ორიენტირებული.
საუკეთესოა, როცა შედეგიც საუკეთესო დგება, თუმცა პროცესს ვერ შევწირავ.
ბევრჯერ მითქვამს უარი სხვა უფრო მაღალ ანაზღაურებად საქმეზე, იმიტომ რომ სხვა რამე მაინტერესებდა
როცა ადამიანი საკუთარ ინტერესს არკვევ, უდიდესი სიამოვნებაა
ფეხბურთს ყველა ისე თამაშობს, როგორი ხასიათიც აქვს
აქედან ადამიანის ხასიათების ცნობასაც ისწავლი
კარგი მწვრთნელი აუცილებლად კარგ ფეხბურთელს არ ნიშნავს, ადამიანების ხასიათების
ერთ გუნდად შეკვრას უფრო ნიშნავს, ნიჭის გამოვლენას და მერე იმის დავალებას, რაც გამოსდის საუკეთესოდ
სხვისი ნიჭის დანახვაც ხომ ნიჭია. სამწვრთნელო ნიჭი. ფეოლა, ასეთი იყო, ჩემი აზრით.
ფეხბურთიდან ვისწავლე, რომ ადამიანს პირველ რიგში თავისი საქმე უნდა უყვარდეს და ლამაზად მუშაობდეს.
ყველაფერი შეიძლება ხელოვნების ჭრილში განიხილო.
ბრაზილიისგან კი ვისწავლე რომ უზომოდ ბევრი შეიძლება იცინო და იმხიარულო
ეს ის სიმსუბუქეა, რომელიც ყოველთვის მიყვარდა
ისიც ვისწავლე, რომ თავი შეიძლება ზღვარგადასული უხეშობითაც დაიცვა
მერე ალბათ "ქუსლით პასი და მეკარის თავზე გადაგდებული ბურთი".
როცა რთული პერიოდი მაქვს, მირჩევნია ბრაზილიის სერია ა-ს ვუყურო.
მაცოცხლებს, ენერგიას მიმატებს, აზრზე მოვყავარ.
მოკლედ რომ ვთქვათ: პოეტებს ხომ აქვთ დანიშნულება. იგივე აქვს ფეხბურთს.
საბოლოოდ რამდენიმე ლამაზი ეპოზოდი და გოლი გრჩება მეხსიერებაში.
როგორც მე, მაგალითად, მახსოვს რონალდო, რონალდინიო, რივალდო, ადრიანო, რობინიო, კაკა, ლუსიო, დანი ალვეში,
და სხვა მრავალი - ზოდი დიდი , ზოგი პატარა , ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს: სიხარულს ყველა ერთნაირად განიცდის.