ესპანეთის სუპერთასის ფორმატი შეუცვლიათ
ცოტა ხნის წინ ესპანეთის სუპერ თასის მომდევნო გათამაშების განრიგი და მონაწილე გუნდები ოფიციალურად დადასტურდა.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გათამაშება 2020 წლის იანვარში გაიმართება და მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს - ლა ლიგის ჩემპიონი "ბარსელონა", ესპანეთის თასის გამარჯვებული "ვალენსია", ლა ლიგის მეორეადგილოსანი მადრიდის "ატლეტიკო" და ლა ლიგის მესამეადგილოსანი მადრიდის "რეალი".
პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 2020 წლის 8 იანვარს გაიმართება, მეორე - 9 იანვარს. ამ მატჩებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში 12 იანვარს დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალური წყვილები წილისყრით გამოვლინდებიან.
სხვათაშორის ვარჯიშის ფოტოებს თუ გადავხედავთ, ბუსკეტსი მაგალითად ტუბერკულოზისთვის ბახმაროში ჩასულ პაციენტს გავს ©zigfried