ამ საკითხზე ჩემი ადრინდელი პოსტი დღემდე ღლიცინის წყაროა და თავს მოვალედ მივიჩნევ გარკვეულ საკითხებს ვუპასუხო, თან საინტერესო (ჩემი მოკრძალებული აზრით) კუთხით შევხედო რონალდოს ტრანსფერს რომელიც ეხლა თითქოს აღარავის უკვირს.
მე დავწერე რო რონალდოს გადასვლა არალოგიკური იყო და არანაირად არ მოხდებოდა. კიბატონო - პროგნოზში შევცდი. მაგრამ ისევ ვფიქრობ რომ საკმაოდ უცნაურია ეგ ყველაფერი და აი რატომ:
1. თუ რონალდოს კარიერის ბოლოს მეტი ხელფასი უნდოდა, რატომ აირჩია იუვე, და არა სტანდარტულად უკეთესი ვარიანტები: ჩინეთი, ან ამერიკა, ან თუნდაც პრემიერლიგა? ნებისმიერ შემთხვევაში იუვენტუსი რასაც შესთავაზებდა იმაზე მეტს ნამდვილად გადაუხდიდა ერთი 5 გუნდი მაინც მსოფლიოს მასშტაბით. ანუ გამოდის რომ ფული რონალდოს მოტივაცია არ იყო, არა?
2. ნუ თუ ფული არა მაშინ რა არის ფეხბურთელის მოტივაცია - ტიტულები! იუვენტუსი (ბაიერნთან ერთად ალბათ) ის იშვიათი გუნდია რომელსაც პრაქტიკულად ეროვნული ჩემპიონატის მოგების "დრაივი" აღარ აქვს. აი მერვე სკუდეტო რო დადოს რონალდომ რაიმე დაფასება ამას მოყვება? ყველა იტყვის რომ რონალდომ არაფერიც არ დადო და იუვენტუსს მის გარეშეც ჯიბეში ედო ეგ "გატრუხებლი" თასი. მეორე მხრივ - რო შეწყდეს იუვეს შვიდწლიანი საშინაო ჰეგემონია (რაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს - ბურთი მრგვალია) რა ###ური მომენტი იქნება რონალდოსთვის თავად განსაჯეთ. ერთადერთი რჩება რა - ჩემპიონთა ლიგა!
3. მოდი ვისაუბროთ ლიგაზე. რონალდო რეალიდან იუვენტუსში ლიგის მოსაგებად წავიდა? (

) რონალდოიანი იუვენტუსის კუში ამ წუთში ლიგის მოგებაზე არის 7.5. ანუ სტატისტიკურად სადღაც
13%-ია შანსი იუვემ ლიგა მოიგოს.
ცამეტი დედა#####ული პროცენტი. არა - იუვე დიდი გუნდია, რონალდოთი - კიდევ უფრო მონსტრი, და ლიგა რომ დადონ წელს არც არავის უნდა გაუკვირდეს ალბათ. მაგრამ ლიგის მოგება ზოგადად იმდენად არაპროგნოზირებადი რამეა (იმ სპორტში სადაც ბურთი მრგვალია) რომ სტატისტიკურად
13 პროცენტზე მეტი არ ეძლევა ასეთ გუნდსაც კი. ეხლა ვინმეს სჯერა რომ რონალდოსთვის ეს ცამეტი პროცენტი საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის რომ რეალი მიეტოვებინა - გუნდი სადაც ღმერთი იყო? კარგი კიდე განვაგრძოთ ამ მიმართულებით...
4. იუვეს კუში 7.5-იაო ვთქვი. რეალის ცოტა მეტია ამჟამად. მაგრამ ეხლა რონალდო რომ ისევ რეალში იყოს, ხო ფაქტია რომ რეალს ნაკლები კუში (ანუ მეტი შანსი) ექნებოდა, სტატისტიკურად, ვიდრე იუვეს? ანუ რეალიდან იუვეში ლიგის მოსაგებად გადასვლა იმ აზრით რომ ვითომდა ზიდანის წასვლის შემდეგ "დასუსტებულ"/მოტივაციადაკარგულ რეალს ნაკლები შანსი ქონდა მეოთხის გადაბმის, არ გამოდის ლოგიკური ხომ? გამოდის რომ რეალიდან იუვენტუსში ლიგის მოსაგებად გადასვლა
სტატისტიკურად აბსურდია, ხომ? შეიძლება რონალდოს არ აქვს 9 კალსის განათლებაც მაგრამ ირგვლივ ნამდვილად ეყოლებოდა ერთი კალკულატორიანი კაცი მაინც ვინც ეტყოდა - შენი შანსები რეალიდან იუვენტუსში გადასვლით თუ არ შემცირდა, გაზრდით ნამდვილად არ გაიზრდებაო.
........... ვახ ცოტა დავიბენი.... რაღაც მეუცნაურება. იქნებ გარემოს გამოცვლა უნდოდა რონალდოს უბრალოდ, ყელში ამოუვიდა მადრიდული ცხოვრება, რაღაც ახალი გარემო, და ახალი "ჩელენჯი" სჭირდებოდა. მოდი ამ მიმართულებას მივაწვეთ მაშინ.
5. იქნებ ქალაქი (სოფელი?) ტურინი მოეწონა? შეეძლო ლონდონი, პარიზი, მანჩესტერი თუნდაც აერჩია... მილანებს, მიუხენებს და სხვებს არც ვახსენებ. მაგრამ ტურინი... რაღაც ნამეტანია. რაღაცა სხვაშია საქმე.
6. იქნებ უბრალოდ გუნდი მოეწონა? მაგრამ მაშინ უკეთესი ვარიანტები მაფიქრდება, მაგალითად - მანჩესტერი, სადაც მოურინიოა რომელთანაც "მამაშვილური" ურთიერთობა აქვს როგორც ცნობილია. იუნაიტედში დაბრუნება (თან მოურინიოსთან) ძალიან სიმბოლური და "ლამაზი" სვლა იქნებოდა კარიერის ბოლოს. თან მშობლიური გუნდი/ფანობა, თან მშობლიური (+მისი ეროვნების) მწვრთნელი... თან უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი, თან წარმატებას მოწყურებული, თან გასაჭირში მყოფი გუნდი (ანუ სადაც მისი "მეორედ მოსვლა" ცალკე მოვლენა იქნებოდა).
7. ან იქნებ ამბიციური ახალი პროექტი უნდოდა? მაგრამ მაშინ სიტიში ან პსჟ-ში უნდა წასულიყო. ესეთი ფულით გაძეძგილი, ამავდროულად უისტორიო გუნდი იდეალური ვარიანტი იქნებოდა - თუ მათთან რაიმე წარმატებას მიაღწევდა, მაგალითად ლიგას დადებდა, მათ უბადრუკ ისტორიაში სამუდამოდ შევიდოდა - უკუნითი უკუნისამდე მაგაზე ილოცებდნენ, ფანების გმირი იქნებოდა და პირველი კუმირი. და ეს "ბონუსად" კარიერის ბოლოს 34 წლის ასაკში. მაგრამ იუვენტუსში სულ რომ ლიგა მოიგოს, ფანობას ის წაგებული ფინალიც მწარედ ემახსოვრება სადაც პირადად ამან მიაწიტა სახეზე, ის ნაფრენი მაკრატელა და ა.შ. ანუ მოკლედ რისი თქმა მსურს: რონალდოს სიტისა და პსჟ-ში გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა "ისტორიას შემორჩეს" ვიდრე იუვენტუსში. და ეს არ არის მეორეხარისხოვანი არგუმენტი. ვიმეორებ - თუ მას ამბიციური პროექტი უნდოდა მაგალითად პსჟ გაცილებით დააფასებდა ვიდრე იუვენტუსი სადაც მასზე წინ ყოველთვის პლატინის, ზიდანს, დელპიეროს გაიხსენებენ....
8. იქნებ სხვა ჩემპიონატის მუღამი ქონდა? მაგრამ რატო სერია ა, რომელიც "საყოველთაო მოსაზრებით" ინგლისზე და ესპანეთზე უკან დგას, როგორც მინიმუმ. ერთგუნდა ჩემპიონატი სადაც ჩემპიონობას ის ფასი არ აქვს რაც ესპანეთში ან ინგლისში. დაჟე გერმანია-საფრანგეთს შეიძლება მავანმა თქვას რომ მეტი ინტრიგა აქვს. აი ვთქვათ შედარებისთვის, სად როცა სიტი მოიგებს პრემიერლიგას (თუნდაც განმეორებით), და სად როცა მერვედ მოიგებს იუვენტუსი კალჩოს. აი ხო არანაირი მუღამი არ შეიძლება ქონდეს კალჩოში თამაშს იუვენტუსის მაისურით (მაშინ როცა შენამდე შვიდჯერ აქვთ მიჯრით მოგებული).
9. ეხლა იუვენტუსის პერსპექტივიდან. იუვენტუსისთვის (და ზოგადად - იტალიური გუნდებისთვის) ამ მასშტაბის ფინანსური ტრანზაქციები არ არის დამახასიათებელი. 30 მილიონის ხელფასად მიცემა მაშინ როცა მანამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი იგროკი სამჯერ თუ ოთხჯერ ნაკლებს იღებდა, ცოტა უცნაური და არადამახასიათებელია. არ ვამბობ რომ ეს გადაულახავი არგუმენტია და დაგინებული იყო ამდენი იტალიაში არავის გადაეხადა, მაგრამ დღეს როცა უდიდესი სხვაობაა პრემიერლიგის და სერია ა-ს გუნდების ფინანსურ სიძლიერეში, ის ფაქტი რომ იუვენტუსმა მოწყვიტა ეს მარწყვი და სხვამ არა კიდევ უფრო გასაკვირია.
10. და ბოლოს - რეალის პერსპექტივიდან. ჯერ საკუთარი ცოცხალი ლეგენდის, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის (ბევრის აზრით) გუნდიდან გაშვება, თან მაშინ როცა ამ ფეხბურთელს დაღმასვლის არაფერი ეტყობა, ძალიან ###ობა, პირდაპირ იდიოტური ნაბიჯი ჩანს! თან რა ფასად - ას მილიონად!! დღევანდელ დღეს სასაცილო ფასია, პოგბა-დემბელეს ფასში კიბორგლეგენდის გაყიდვა თქვენ უცნაურად არ გეჩვენებათ? არ ფიქრობთ რომ პერესს ერთი მინიმუმ 50 მილიონით მეტის შოვნა შეეძლო (თუ მაინცდამაინც რონალდოთი ფულის გაკეთება უნდოდა)??
მოკლედ ვერც ფინანსური, ვერ სპორტული, ვერც არასპორტული კუთხით ეს ნაბიჯი ვერ იხსნება. იუვენტუსი - გუნდი რომელიც ამ მწვრთნელით და გუნდით ორჯერ იყოს ლიგის ფინალში და აქედან ერთხელ თავად რონალდომ დაასამარა. გუნდი, საიდანაც მისი "სიმბოლო" ბუფონი ეხლახანს წავიდა (თან წავიდა პსჟ-ში რისი რისი და ლიგის მოსაგებად

). გუნდი რომელსაც "ამბიციური ახალი პროექტი" და "მომავლის გუნდი" ეპითეტებად ნაღდად არ შეესაბამება, რომლის პრაიმი შესაძლოა უკვე გადასული იყოს. რომლის ჩემპიონატში ნაპახავებ 38 თამაშს დიდი აზრი სპორტული თვალსაზრისით პრაქტიკულად (აღ)არ აქვს. გუნდი, რომელმაც ლიგა თუ ვერ მოიგო - სეზონი აპრიორი ჩაგდებულად ჩაეთვლება (საკუთარი გულშემატკივრების თვალში მაინც). ასეთ გუნდში რონალდო რატომ წამოვიდა ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო, ეპოქალური გუნდიდან.
ერთი შესაძლო ახსნა ისაა რომ რონის გუნდში რაღაც ფატალური ხიპიში მოუვიდა, მაგალითად პერესთან, და გუნდში აღარ დაედგომებოდა. ისიც ადგა და პირველივე მსურველს ჩაუგორდა, რომელიც იუვენტუსი აღმოჩნდა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძალიან უცნაურია რატომ არ გაიმართა "ტენდერი" და რატომ, რანაირად არ გამოჩდა დუნიაზე ისეთი გუნდი რომელიც ზემოჩამოთვლილ 10 კრიტერიუმს იუვეზე უკეთ დააკმაყოფილებდა. ეს რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მომხდარიყო ვიტყოდით რომ რაღაც ჩე-პე იყო, რონალდოს აუცილებლად გასაქცევად ქონდა საქმე, და სხვა მსურველი არ გამოჩნდა. მაგრამ ფანჯრის დახურვამდე ერთი თვით თუ უფრო ადრე, ძალიან მარტივად და "უხმაუროდ" მოგვარდა ყველაფერი. პერესს (ან რონალდოს) ფულის გაკეთება თუ უნდოდათ გაცილებით დიდი "აუქციონი" უნდა გამართულიყო..... და ბოლო დღემდე პერესს ვარიანტები მოესმინა (რომელიც მრავლად უნდა ყოფილიყო წესით და 100 ლიმონზე ბევრად მეტი!).
სექტა დაწერს მოკლე რეპლიკებიან სიცილაკებიან ვაი-ცინიკურ პოსტებს, ეგ მოსალოდნელია. მაგრამ დანარჩენებმა დაწერეთ თქვენი აზრი, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ რონალდოს ტრანსფერი და რა ახსნას/მოტივაციას უძებნით. გადანომრვით პუნქტებად ჩამოვწერე შესაძლო არგუმენტები და თუ ვცდები, იქნებ კონსტრუქციული მსჯელობის ფარგლებში დამიწეროთ, კონკრეტულად რომელ პუნქტში ვცდები. ან რა სხვა გარემოებები მავიწყდება.
ნუ მე მაქვს ერთი "ბოროტული" ახსნა (ძალიან remote ვარაუდი) მაგრამ ჯერ არ დავწერ.