ესპანეთს რო ვუყურებდი და ლუჩო დავინახე რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა. ძაან მწყდება ეხლა გული რომ აღარაა ჩვენი ტრენერი. ძაან. ბოლო წელს მინდოდა წასულიყო და მიგინებია კიდევაც. პირველ წელსაც, იანვრამდე, არ აკლდა ლანძღვა, მარა ისეთი თამაშები და გუნდი გვაჩუქა მერე რო რავიცი.
90 წუთი არ მყოფნიდა. აი ხო იმენა დედის მტყვნელი თამაშები იყო, იმენა სასწაულებს აკეთებდა გუნდი და რო მთავრდებოდა მაინც ნიხვატკაში ვრჩებოდი. კიდე მინდოდა ეს სიამოვნება გაგრძელებულიყო. ვინმე რო ძაან მოგწონს ან გიყვარს და ყოველ დღეს რომ ერთად ატარებთ და ძალიან რომ გსიამოვნებთ ერთად ყოფნა მარა ძილის დრო რომ მოდის და სახლებში მიდიხართ ორივე და ერთი სული გაქვს როდის გათენდება რომ კიდევ შეხვდეთ და ისევ და უფრო მაგრად გაატაროთ დრო, ეგ იყო ლუჩოს ბარსა.
თან რა მაგარ რაღაცებს ჩალიჩობდა ტიპი. სტენდი რომ დაიყენა და იქედან უყურებდა ვარჯიშებს. სათვალეები <3 სტილი ჩაცმის, იმენა უთესლესი იყო. და რაც მთავარია იმენა ჩვენიანი. ჩვენი ლეგენდა. ყვერებიანი. არც მესის გაბენჩვის ეშინოდა და არც ნეიმარის. ვერავინ ვერ გაუბედავდა ზედმეტს და ალბამ დღესაც მოიმკო ლუჩოს ყვერების წონა. აუ ჭორები რო იყო გადმოსვლაზე, ნიშნავენო და ბოლო ტურში რეალს რომ მოუგო 2-0 სელტათი, პრესკონფერენციაზე კითხეს ბარსაში თუ მიდიხარო და რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი ხომ იქ ცხოვრობსო
თან რა ფეხბურთი გვათამაშა ბიჭოოოო ხო არ ღადაობ ჩემი

პსჟ-სთან სტანდარტისას რომ ხელოვნური თამაშგარე შექმნეს

ეგეთი რამე ნანახი არ მქონდა მანამ, გამოვყლევდი. აუ რა თამაშები იყო ჩემიიიი <3 ის კომბინაცია, მატსს რომ მაღალი ბურთი გადმოქონდა ცენტრში, მესი თავს იგებდა და სუას უპასავდა მარჯვნივ, ის შერბოდა და ნეიმარს შეუგდებდა ცენტრში და ყვერძგიბა ასრულებდა მომენტს. იდეაში ეს რომ აზრად მოგივიდეს იმენა გიჟი უნდა იყო, სუარესის ნაცვლად მესის რომ დაავალო თავით თამაში, ფლანგიდან შესვლა სუარესს დაავალო ნეიმარის ნაცვლად და ფინიშერად სუას ნაცვლად ნეიმარი არჩიო.
იქ მატიეს გოლი კლასიკოში, მერე სელტასთან თავით გოლი, ხავის გამოსვლის მერე. თან, ნელ-ნელა რო კრეფდნენ ფორმას და აი დედის ტყვნას რომ უჩაღებდნენ ყველა გუნდს. აი ლიგის ფინალში რომ იმენა ზე ფორმაში შეხვდნენ და ფინალამდე გენერალური რეპეტიცია, კოპას ფინალი და მესი. მესი. მესი. მესი. მესი.
მაგ სეზონში ყველაფერი იყო რაც შეიძლება ჰოლივუდურ ფილმს ქონდეს - დაცენით, წამოდგომით და ტრიუმფით დასრულებული. ყველაზე მაგარი სეზონია რაც მინახავს. და ყველაზე ნაღდი ფინალი იყო რაც მინახავს. აი მანკები - ბაიერნი, მილანი - ლივერი, ჩვენ და მანკები 2011 წელს, საოცარი ფინალები მარა ეს იმენა არომატული ფინალი იყო. მომენტებში სრული დომინირებით, მომენტებში გამოშტერებით, იუვეს იუვეობით და მაინც უძლიერესის გამარჯვებით. ყველაფერი ქონდა მცირე დოზით. ეგეთი უნდა იყოს ფინალი. სულ ეგეთი სცენარით წარმომედგინა და რაც წარმომედგინა რეალურ ცხოვრებაში ვნახე ეგ.
იმენა წიგნის დაწერა შეიძლება მაგ წელზე. არ დავიღლები მაგ სეზონზე ლაპარაკით. დეტალებით. ჩვენი შეკრებების ემოციები ხო ვაფშე სასწაული იყო.
თან ეხლა მაგარი დაგრუზული ვარ. მესის ვიდეოს ვუყურებდი დღეს, თინეიჯერობისას და რო გავაანალიზე რო ამდენი წელი გავიდა და რაც გავიდა, იმაზე ვევრად ცოტა დრო დაგვრჩა მესის შესარგებას, ძაან დამგრუზა. არ დაბერდე რა, ლეო, გეხვეწები

+ უცნაური პერიოდი მაქვს ძაან, ამ სამ დღეში ისეთი უცნაური რაღაცები მოხდა ცხოვრებაში და განსაკუთრებით დღეს რო არ ვიცი. პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში. მდას.

გებელს, მოგიყვები მერე რო გნახავ, თუ კითხულობ ამას ეხლა. ხოდა გამოვყავარ ეხლა ამაზე რო ვწერ. გავიხსენოთ რა ეგ სამი წელი, ვიბაზროთ მაგ პერიოდზე.
მოკლედ, 100/100
ლუჩო
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)