ჩვენი აზროვნება (ძირითადად) ციფრებია (რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ,,ციფრებზე მეტია"), ანუ, როცა ამბობენ ,,ჩემპიონთა ლიგა მოიგო იმან მსოფლიო მოიგო" აზროვნებაში ორივე ტურნირს უწერენ რაღაც პირობით ქულას (რამდენად ძნელია იქ თამაში, რა შედეგები ჰქონდა, რა ხარისხი თამაშის) და ადარებენ მეორე ტურნირს (გონებაში, ელვის სისწრაფით) და საბოლოოდ გამოაქვთ ის დასკვნა, რომელიც მათი არგუმენტი ხდება: ,,ეს ჯობია"
აი ასეთი მაგალითი, თეორეტიკული ალგორითმი

სიტყვაზე, ასეთი მნიშვნელობები მივცეთ, როცა ჩვენს გონებაშია: ,,მსოფლიო ყველაზე მნიშვნელოვანია" = 10 ქულა, ,,მსოფლიოზე კარგი თამაში ყველაზე რთულია" = 10 ქულა
,,მაქსიმუმი" არის მაქსიმალური შედეგი, სიტყვაზე პელეს 3-გზის ჩემპიონობა და ნაჩვენები ხარისხი თამაშის, მარადონას 1 + 1 ფინალი...
პელეს მაინც უკეთესი შედეგი აქვს ჩემს გონებაში, ვიდრე მარადონას, მაგრამ შეიძლება ვთქვათ გავათანაბროთ კიდეც, ციფრები ხომ აკი ვთქვი პირობითადად, მიახლოებულად...
მუნდიალი (ტურნირის სირთულე–მნიშვნელობა 10), ათვლის წერტილი დღეისთვის: პელე
პელე 10 (100%) + 10 (100%) (თამაშის ხარისხი–პრაქტიკული შედეგი) = 20 (ერთგან არ უთამაშია დასკვნითები, ამიტომ შეიძლება მისიც 9.5 + 10 გავხადოთ)
მარადონა 9.5 + 10 = 19.5 (,,მარტომ მოიგო" ნიშნავს, შეიძლება მისიც 10 + 10 გავხადოთ)
მესი 6 + 6.5 = 12.5
კრისტიანო 5.5 + 6 = 11.5
ევრო (სირთულე–მნიშვნელობა 9)/კოპა ამერიკა (სირთულე–მნიშვნელობა 8), ათვლის წერტილი დღეისთვის: პლატინი, ბეკენბაუერი ან კრისტიანო (ს. ამერიკაში მორენო)
კრისტიანო 9 (100%) + 8.5 (თამაშის ხარისხი–პრაქტიკული შედეგი), მესი 7 + 7, პელე 7 + 7, მარადონა 5.5 + 6
ჩემპიონთა ლიგა (სირთულე–მნიშვნელობა 8.5)/ლიბერტადორესი (სირთულე–მნიშვნელობა 7), ათვლის წერტილი დღეისთვის კრისტიანო/დი სტეფანო (ს. ამერიკაში პელე)
კრისტიანო 8.5 (100%) + 8.5 (100%), მესი 8 + 8.5, პელე 7 + 7, მარადონას არ უთამაშია ლიბერტადორესზე, ჩემპ-ლიგაში 5.5 + 6
ნაციონალური ჩემპიონატი (სირთულე–მნიშვნელობა ესპანეთი 7.5, იტალია 7.5, ბრაზილია 5.5, არგენტინა 5), ათვლის წერტილი დღეისთვის მესი ესპანეთში და მარადონა იტალიაში
მესი 7.5 + 7.5, კრისტიანო 5.5 + 7.5, პელე 5 + 5.5, მარადონა 4.5 + 5 არგენტინაში, 5.5 + 7 ესპანეთში, 7.5 + 7.5 იტალიაში, სამივეს საშუალო დამრგვალებული 6 + 6.5
ჯამში:
კრისტიანო 59
პელე 58.5
მესი 57
მარადონა 55
ვინმე ქულას არ ეთანხმება, ესე იგი ის არ ეთანხმება ჩემს მიერ მიცემულ მნიშვნელობებს და ,,ასე არაა" აბსტრაქტულ ნათქვამში რეალურად სხვა მნიშვნელობებს აძლევს ტურნირებს და თამაშის ხარიხს...
დასკვნა: 2078 წელს დაიწყებს კარიერას ნეო სამჭკუაშვილი
ნეო მოიგებს მსოფლიოს 3–ჯერ (დაეწერება 10 ქულა) თან ამას გააკეთებს უტრავმოდ (ამიტომ მყარი 10 ქულა) და სამივეში იქნება ფეერიული თამაშით (დაეწერება 10 ქულა)
ჩემპიონთა ლიგას მოიგებს 7-ჯერ (ხენტოს 6 აქვს, კრისტიანოს 5, მაგრამ ხენტოს 6 არ არის მეტი ვიდრე კრისტიანოს 5 გათვალისწინებით ტურნრიის სირთულიან დროის ამა თუ იმ პერიოდში, ამიტომ ორივეს მაქსიმალური 8.5 ეწერება დღეს. თუ სიტყვაზე მესიმ მოიგო 7-ჯერ, მას დაეწერება 8.5, ხენტოს და კრისტიანოს თუ დი სტეფანოს 8, ანუ შეიცვლება ,,მნიშვნელობა")
თუ ვინმე ევროს მოიგებს 2-ჯერ როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, დაეწერება 9, კრისტიანო/პლატინის კი ,,გადაუკეთდება" 8.5-ად
და ა.შ. უბრალოდ როგორი ლოგიკით ვარ ის ავხსენისავით

პ.ს. და რა თქმა უნდა ციფრები არაა, მარადონა > კრისტიანო უდაოდ

ჩემთვის ჯერაც მარადონა > მესი (მაგრამ ვყოყმანობ)
და ჩემთვის მარადონა = პელე (რადგან მხოლოდ სხვისი მონაყოლით ვიცი და ფიქტიურია პელე)
რატომ გამომივიდა ასე? იმიტომ რომ მე ,,ქულებს" ვწერ არა მარტო ტურნირებით, არამედ ნებისმიერი თამაშით, თუნდაც ამხანაგური...ეს ნიშნავს, რომ იგივე ბოკაში კარიერს რომ ასრულებდა მარადონა, ის კოლოსალურ შთაბეჭდილებას ახდენდა როგორც ფეხბურთელი...მე მარადონას, მესის, კრისტიანოს და პელეს წარმოვიდგენ ჩემთან ერთად ,,ეზოში" და ვიცი, არჩევანზე მარადონას ვიტყვი, რადგან მას ვერავინ ,,გადაუჯოკრავს" და ყოჩი იქნება მანდ, როგორც გენიალური თამაშით ისე ლიდერობით, თუნდაც კრისტიანომ 10 გოლი გაიტანოს და მარადონას 2 საგოლე პასი ჰქონდეს მესის 8-ის საპირწონედ
თამაში მეტია ვიდრე ციფრები, თამაშს კი პირველ რიგში მოთამაშე ქმნის, აი როგორ ავხსნა, წარმოიდგინეთ ეზოში რომ თამაშობთ ყველა და ვიცით ჰო, რომ ყველაზეე ცუდმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი შეიძლება გაიტანოს, მაგრამ თამაშს ის არ იგებს, არამედ ვისაც საუკეთესოდ ვთვლით ჩვენ ყველა.