აი მოდი ამაზე გაგცემ ლოგიკურ პასუხს და შენც ლოგიკურად მიპასუხე.

1) ამბობ, რომ მარადონას ლიგაზე სულ ორჯერ აქვს ნათამაშებიო.
- ჯერ ეს ერთი, მაშინ ლიგაზე გასვლა მაშინ მხოლოდ ჩემპიონს შეეძლო. 2009 წელს ბარსელონამ ლიგა რომ მოიგო წესით საერთოდ არ უნდა მოეგო, რადგან 2007/2008 წლის ლა ლიგა რეალმა მოიგო და ლიგაზე საერთოდ არ უნდა ეთამაშა მესის...
- ასევე, იტალიის ლიგა იყო ურთულესი. და მარადონა მილანში კი არ თამაშობდა ან იუვენტუსში, არამედ ნაპოლიში. იუვენტუსში იყო მთელი ვარსკვლავების ცვენა იტალიური ფეხბურთის+პლატინი. აი ატლეტიკომ რომ 2014-ში ლა ლიგა მოიგო, ეგეთი დონის გავარდნაც არ იყო ნაპოლისგან ლიგის მოგება. უფრო აი სელტა ვიგომ რომ მოიგოს.
2) ამბობ, რომ არასტაბილური იყოო.
- სავარაუდოდ იყო. მაგრამ ბევრი მიზეზია მანდ. მაშინ უხეში იყო ბევრად ფეხბურთი და ტრავმის მორჩენასაც მეტი დრო სჭირდებოდა ვიდრე დღეს. გაჩხერაც მაგიტომ დაიწყო.
აი ვნახოთ მარადონას კარიერა ნაპოლიში:
მარადონა მოვიდა ნაპოლიში როცა 16 ადგილიან ტურნირში ნაპოლი გადიოდა მეთორმეტეზე. არაფრის ტრაკი არ ჰქონდა ვაფშე. იუვე, მილანი და ინტერი - ესენი იყვნენ მარტო.
1) 1984-1985 წლის სეზონი არის პირველი მარადონასი. ნაპოლი გავიდა მეცხრეზე მიუხედავად იმისა, რომ პირველ 6 თამაშში მარადონამ 8 ბურთი გაიტანა, აქედან მარტო მოგებული თამაში ლაციოსთან.
გუნდი გავიდა მერვეზე, 33 ქულით. 43 ქულით ჩემპიონი გახდა ვერონა. ნაპოლიმ მთლიანად გაიტანა 34 გოლი და აქედან 14 გოლი იყო მარადონასი(ნახევარმცველი იყო თან) და პლატინი გახდა ბომბარდირი 18 გოლით.
2) 1985-1986 წლის სეზონი არის მეორე სეზონი მარადონასი. ნაპოლი გავიდა მესამეზე. მარადონამ გაიტანა 11 გოლი, მაშინ როცა მთლიანად ნაპოლიმ 35 გოლი გაიტანა. და გუნდის მთავარი ბომბარდირი იყო ისევ.
3) 1986-1987 წლის სეზონი არის მესამე. ნაპოლიმ მოიგო სერია A. მარადონამ 10 გოლი გაიტანა და ისევ გუნდის მთავარი ბომბარდირი იყო.
4) 1987-1988 წლის სეზონი არის მეოთხე. ნაპოლი მთელი წელი ლიდერობდა სერია A-ს. მარადონა ლიგის ბომბარდირი გახდა 15 გოლით, მაგრამ ზედიზედ სამი თამაში წააგო ნაპოლიმ და მილანი(საკის მილანი) გახდა ჩემპიონი. არადა კარეკა დაიმატა ამ სეზონში ნაპოლიმ და იმან 13 გოლზე მეტი ვერ გაიტანა როგორც სუფთა ფორვარდმა.
5) 1988-1989 წლის სეზონი არის მეხუთე. ნაპოლი მეორეზე გავიდა. და ერთადერთი წელია, რომელიც ჩააგდო მარადონამ ნაპოლიში. თუმცა მეორეს მხრივ, უეფას თასი მოიგო და მთლიანობაში ნაპოლისთვის ჩაგდებული სეზონი არ გამოვიდა.
6) 1989-1990 წლის სეზონი არის მეექვსე. ნაპოლიმ მოიგო სერია A. ბომბარდირი ვან ბასტენი გახდა, მეორეზე ბაჯო გავიდა და მესამეზე მარადონა. უმნიშვნელოვანესი თამაში იყო საკის მილანთან, რომელშიც მარადონამ გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე იუვესთან გაკეთებული დუბლი და ტიტული გაინაღდა.
1991-ში დატოვა ნაპოლი მარადონამ და დაუბრუნდა კუთვნილ მერვე ადგილს გუნდი. კარეკა დარჩა, მაგრამ ჩემი ფეხები. გუნდი არ ვარგოდა უბრალოდ.
პ.ს. ტურნირი მარტომ მოიგო მარადონა 1986-ში. ცხადია ეგ იმას არ ნიშნავს, რომ 1 კაცი თამაშობდა და კარშიც მარადონა იდგა. უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ საშუალო დონის გუნდს მოაგებინა ტიტული. 122 ორთაბრძოლის მოგება არის წარმოუდგენელი შედეგი და არამგონია ვინმემ ოდესმე შეძლოს მსოფლიო ჩემპიონატზე.
This post has been edited by Virtuslb on 20 Sep 2018, 12:31
History and everything else...