პიესა ,,კომო ნო ოდიარტე?"
მთავარი მოქმედი პირები
ჯღანვერ'დ რომანათრეველონიჩი
ჟერარ სტუაანთბიჭნათრეველონიჩი
ასევე: სხვა ჟირონანათრეველონიჩები ბუსკვერცხი და ა.შ.
ეს ვინ არის ბარსას ,,თავკაცი" ღმერთოოოოოოო, რატომ არ მოვკვდები
ამას ვან გაალის ახირებები მირჩევნია, უმაღლეის დონის მწვრთნელი მაინც იყო და ეს არ ვიცი, საშუალო არის განა? (ეუსებიო არის საშუალო მწვრთნელი ჭეშმარიტი მაგალითი, ეს უარესია, უფრო მოძველებულიც)
თუმცა ,,მწვრთნელი გადმოსახედიდან" რა, ქულა უნდოდა (დემბელეს მცველით შეცვლა) და აკი მოიპოვა, დაუფასეთ

მაინც კმაყოფილი ვარ სილა რომ გააწნეს ზოგ-ზოგიერთებს და სოსიედადის ,,შემთხვევითობამ" დიდხანს არ გასტანა (დღეს იყო ემდ-ში სამარცხვინო სტატია ,,ნოსტალგიურები" ჩვენს დიად მწვრთნელს არ აფასებენო, დარწმუნებული ვარ ეგეთი ნაგავი პირველი აჭიჭყინდება მაშინ, როცა ტაბლო 2:2-ის მსგავსს დააფიქსირებს, იმდენად უპრინციპო ხალხია ეგეთები...)
პ.ს. ამით სხვა მოქმედ პირებს არ ვამართლებ, აკა ჟირონანათრეველონიჩებს მკვდრები...
და მაინც, კოუტინიო ლალიგის მოგები გარანტიად ჩანს (აკა მესის ღირსეული დანამატი)
თუმცა რომანათრეველონიჩს შეუძლია მეტოქის ლიდერთან და მსაჯთან ერთად ,,წმინდა ნეგატიური სამეულის" შედუღაბება და ამ ტიტულის გარეშეც დატოვება
ჩემპლიგაში ჰო საერთოდ ასეთი მწვრთნელით მოგების შანსები...
პ.პ.ს. მალკომის გამოყვანა არტურის ნაცვლად, ესეც კი მოიტანდა 3 ქულას
რომანათრეველონიჩ, მთავარი შენთვის სახასიათო ცვლილება კი არაა (კრიზისული მაურინიოს ყველაზე უარესი კატენაჩო-ვერსიაც არ იკადრებდა), არც რა თქმა უნდა დაკარგული ქულები, არამედ ეუსებიო საკრისტანი ჟირონათი თავის საყვირზე რომ გაცეკვებს...აი დონე ამ ,,მწვრთნელის"
როგორ არ უნდა გძულდეს?!
This post has been edited by Piquecanthropus on 24 Sep 2018, 02:46