ჩემო ძვირფასო თანაფორუმელებო,და ბარსელონას ფანებო,მოდით ბოლომდე გავცეთ ყველა
კითხვას პასუხი,ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ მაინც.
რატომ მიდის ვალიკოზე დაჯმა და რას ვერ ვპატიობთ მას ?
მიზეზი რეალურად არის ორი: პირველი "სვარკა",ანუ არ მოგვწონს მისი
სათამაშო სტილი და ფილოსოფია-ვფიქრობთ ბარსელონას არ შეფერება მსგავსი სქემა...
და მეორე ვერ ვპატიობთ რომასთან მარცხს.
ორივე მიზეზი განვიხილოდ დეტალურად....
რასაც მჟავეტრაწა გვათამაშებს ნამდვილად არ შეფერება ბარსელონას და არის მატჩების სადაც შეიძლება დაგეძინოს,მაგრამ შედეგი იყო ლა ლიგაში,ხოდა
ერთ სეზონს კიდე აპატიებს კაცი,მაგრამ სამწუხაროდ წელსაც გრძელდება,თუმცა თუ ლიგა დაიდო,რომელიც ასე გვჭირდება-ჯანდაბას დავხუჭავთ თვალს ამაზე..
ახლა მეორე მიზეზი,რომელიც მთავარი არგუმეტნია იმის რატომ უნდა წავიდეს ვალიკო.
მოკლედ,წაგებით ყველა აგებს...
გავიხსენოთ ანჩელოტის მილანი ლივერპულათან და დეპორტივოსთან...
ხდება ფეხბურთში ესეთი ალოგიკური რაღაცები,მაგრამ გაჩნია როგორ აგებ
რეალურად ვალიკო რომში ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩასულა! მას უბრალოდ სურად წყნარად 0-0 ეთამაშა...
როდესაც ანგარიში გახდა 2-0 რომას სასარგებლოდ,მაინც დაცვაზე გააკეთა აქცენტი და შეშინებული კურდღელვითი დაიხია უკან...
ამაშია საქმე მეგობრებო,ბარსელონა რომასთან და არა მარტო რომასთან არასოდეს უნდა თამაშობდეს ისე რომ კული ტრაკში გადიოდეს
იქმნება შთაბეჭდილება რომ ტიპს არ ჯერა იმის, რომ ბარსელონას მწვრთნელია
კაროჩე არ აქვს გრანდის მენტალიტეტი...
ყოველთვის აქვს ეს შიშები და ჩაჯმული ფილოსოფია
ასეთი მენტალიტეტის კაცი ამხელა გუნდს არ უნდა ედგეს სათავეში.
რაც შეეხება იმ ფაქტს რომ ის ლენგელე არ გაეგდენ წყნარად ვახეტებოდით5-0 სასაცილოა
იცით რატომ ?
არ უნდა მიწევდეს ამის ახსნა,მაგრამ მაინც დავწერ
ბარსელონა ხარ ეს დედაფეთქებული და ჟირონას მსგავს გუნდებს უნდა უგებდე 9 კაცითაც
თუ ჟირონასთან იმით იმართლებ თავს,რომ 10 კაცით ვიყავით და მეტი რა გვექნა,მაშინ რაის ლიგის მოგებაზე გაქვს პრეტენზიები ?