მარკო ასენსიომ ლა ლიგის მე-3 ტურში "ლეგანესთან" (4:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...
"კარგ მატჩებს ვატარებთ, კარგი შედეგები გვაქვს და მეტოქის კარში გოლების გატანას ვახერხებთ. კარგი დინამიკა გვაქვს და ამ გზით უნდა ვიაროთ. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ გოლი გაგვიტანა. შესვენებაზე რამდენიმე მომენტი გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში კი გამარჯვება მოვიპოვეთ. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. გოლები გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. დღევანდელი მატჩით კმაყოფილები ვართ".
"კმაყოფილი ვარ, რომ რეგულარულად თამაშის საშუალება მეძლევა. ვფიქრობ, კარგი პერიოდი გვაქვს და იგივე ტემპით სვლა უნდა გავაგრძელოთ. კარგად ვმუშაობ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თუ თითოეული ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს გამოავლენს, გამარჯვებებს გავაგრძელებთ".
"მწვრთნელის იდეებს ვანხორციელებთ, მაგრამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მეტ-ნაკლებად ვხვდებით, რა სურს ჩვენგან ლოპეტეგის. რამდენიმე ასპექტი გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაც თავად მწვრთნელს სურს. ყველანი ვმუშაობთ და ამავდროულად ვვითარდებით".
"მიხარია, რომ ნაკრებში გამომიძახეს და ლუის ენრიკეს ჩემი იმედი აქვს. ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება".
"ზუსტად ვერ გეტყვით, უფრო გუნდურად ვთამაშობთ თუ არა. ყოველთვის კარგი გუნდი ვიყავით როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყოველთვის ერთი მიმართულებით ვცურავდით და ამის წყალობით მიზნებს მივაღწიეთ".
"ყურადღების სიმცირე კრიშტიანუს წასვლის გამო? არ ვიცი, როგორ ვჩანვართ გარედან. როცა რონალდუ აქ იყო, მაშინაც ერთი მიმართულებით ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, მან ბევრი გააკეთა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც მაქსიმალურად იხარჯებიან. ერთი გუნდი ვართ და ერთი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ".
"რონალდუ ამბობს, რომ "იუვენტუსში" ოჯახია? ჩვენც ყოველთვის ჩინებული ოჯახი ვიყავით. რა თქმა უნდა, თუ კრიშტიანუ ამას ამბობს, იმას ნიშნავს, რომ "იუვენტუსში" ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთანაც იგივე სიტუაციაა და ერთი დიდი ოჯახი ვართ"."რაც შეეხება პენალტებს, სერხიო რამოსს ყოველთვის ვეუბნები, რომ ერთხელ დარტყმის საშუალება მომცეს (იცინის). კარგია, რომ ის ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და პენალტებს კარგად ასრულებს. ეს ყველაზე მთავარია".
"მართალია, "ატლეტიკოს" 5 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ჩემპიონატი დიდხანს გრძელდება და მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, კონკურენტების მარცხი კარგია, მაგრამ მხოლოდ ჩვენს თამაშზე და მატჩებზე უნდა ვიფიქროთ".
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu