ჯეგ გუნდს ოპტიმალურ ფორმამდე ძალიან ბევრი აკლია.
1. იკარდი და ნაინგოლანი გვაკლდნენ, ახლაღა შედიან ფორმაში.
2. ლაუტარო გვაკლია, ეგ ბიჭი გამოიჩენს თავს კიდევ.
3. ვრსალკო გვაკლია, დამბროსიოზე უკეთესი იქნება მინიმუმ და არამგონია ასამოასაც ჩამორჩეს რაიმეთი თუ ტრავმებმა არ შეუშალა ხელი.
4. გუნდს შეთამაშება აკლია რა. ნაინგოლანმა ზაფხულის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მსოფლიოზე ამდენი ფეხბურთელი იყო წასული და კიდევ ბლომად ტრანსფერი გაკეთდა.
5. ამ გარემოებების გამო სპალეტის მოუწია "პროფესორობა", ექსპერიმენტები, რომლებიც კარგად არ დასრულდა.
კი, ძალიან შეუთამაშებელია გუნდი და ისევ ფლანგებით ვუტევთ, უკრეატივოდ, მაგრამ თუ დააკვირდებით მაინც ძლიერია შემადგენლობა, უჭირთ გოლის გატანა მოწინააღმდეგეებს.
აი, რა გოლებიც გავუშვით წელს.
სასუოლო - მოგონილი პენალტით გაშვებული გოლი
ტორინო - იაგო ფალკემ თავის კარიერაში ყველაზე მაგარი გადაცემა გააკეთა, ალბათ.
პარმა - ნუ ამას ლაპარაკიც არ ჭირდება
ტოტენჰემი - რიკოშეტი, უიღბლობა.
დაცვის ლაპსუსით არცერთი გასულა, მოწინააღმდეგეები გვიტანენ სუფთა იღბალით.
ეს არის ბევრის მანიშნებელი, პირველ რიგში იმის რომ გუნდისთვის რთულია გოლის გატანა.
ჩადგებიან ფორმაში და მოგვარდება. ტოტენჰემთან ასეთი ფორმით მოგებამ დიდი ზემოქმედება უნდა მოახდინოს მომდევნო მატჩებზე. გუნდის განწყობას შეცვლის სხვას თუ არაფერს, სპალეტი ცოტას ამოისუნთქავს.
უნდა აღინიშნოს კიდევ ის რომ სერია ა-ში მეტოქეებიც ინტერის არ იყოს არასტაბილურად გამოიყურებიან.
რომა, ლაციო, მილანი - არცერთს აქვს ინტერზე უკეთესი სტარტი, არცერთია უკეთეს ფორმაში.
ნაპოლიმ კი მეტი ქულა მოხიკა, მაგრამ მაგათ მაგრად გაუჭირდებათ, აი მაგრად. 4 მატჩში 6 გოლი რომ აქვთ გაშვებული ეგ ბევრის მანიშნებელია, წინა სეზონებს თუ გადახედავთ მაგათსას.
'сейчас меня встречают свистом, хочу сделать так, что бы свист сменился аплодисментами' (с) Ж. Марио
ეს ყვერი გონს მოსულა. კიბატონო, ეცადოს, დაამტკიცოს და ვინ არ დაუკრავს ტაშს.
წარმატებები, იმედია ბროზოვიჩის ბედს გაიზიარებს, ოღონდ გუნდს წაადგეს და.
This post has been edited by weasel on 20 Sep 2018, 21:51
მიმაგრებული სურათი