მოდი დავუშვათ, რომ სასჯელის მიზანია მხოლოდ დამნაშავისთვის სამაგიეროს მიზღვა (retribution) და არა მისი გამოსწორება (მართალი ცივილიზებული მსოფლიოსთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელია, მაგრამ მაინც გავაკეთოთ დაშვება). მომხრეებს მინდა ვკითხო,
დარწმუნებული ხართ რომ დამნაშავისთვის სიკვდილით დასჯა, ესე იგი საკუთარი სიცოცხლის დასასრულის მხოლოდ წამიერი გააზრება უფრო მკაცრი სასჯელია ვიდრე, მაგალითად, სამუდამო პატიმრობა, ოთხ კედელში მუდმივი ფიქრი თავისუფლების გარეშე ცხოვრებაზე და სინანულით გამოწვეული ტანჯვა მსგავსი ცხოვრების წარსულში თავიდან აცილების შესაძლებლობაზე, რომელიც დამნაშავემ ხელიდან გაუშვა? მეტიც, სიკვდილით დასჯა შესაძლოა დამნაშავისთვის შვებაც კი იყოს. შედეგად ვიღებთ შემთხვევას, რომელშიც ვერც დამნაშავის გამოსწორება (რაზეც დასაწყისშივე, სიკვდილის დასჯის შემოღებისთანავე ვთქვით უარი) იქნა მიღწეული და ვერც დამნაშავის ტანჯვით გამოწვეული შურისძიება.
სასამართლოს მიერ შესაძლო დაშვებულ შეცდომაზე და უდანაშაულო პირის სიკვდილით დასჯის შესაძლებლობაზე, ჯალათებისა და მოსამართლეების მორალურ ტვირთზე და ა.შ. უკვე დაწერეს და აღარ გავიმეორებ.
გარდა ამისა არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ სიკვდილით დასჯას დანაშაულის პრევენციის, ესე იგი თავიდან აცილების თვალსაზრისით სამუდამო პატიმრობაზე უკეთესი ეფექტი არ აქვს.
https://www.amnestyusa.org/pdfs/dp_qa.pdfმე-3 გვერდი.
Scientific studies have consistently failed to find convincing evidence that the death
penalty deters crime more effectively than other punishments. The most recent survey of
research findings on the relation between the death penalty and homicide rates, conducted for
the United Nations in 1988 and updated in 1996 , concluded: "...research has failed to provide
scientific proof that executions have a greater deterrent effect than life imprisonment. Such
proof is unlikely to be forthcoming. The evidence as a whole still gives no positive support to
the deterrent hypothesis".
Amnesty Internationalესეც რომ არ იყოს, დამნაშავის სიკვდილზე გადაწყვეტილება გამოდის სახელმწიფოს, ესე იგი ყველა მოქალაქის სახელით. მე, როგორც მოქალაქეს არ მინდა ჩემი სახელით ვინმეს სიკვდილი გადაწყდეს, არ მინდა ისეთივე მკვლელი ვიყო, თუნდაც სასტიკი დამნაშავესთან გვქონდეს საქმე. მორჩა!
This post has been edited by Girolamo. on 5 Sep 2018, 17:31
"Whoever fights monsters should see to it that in the process he does not become a monster. And when you look long into an abyss, the abyss also looks into you."