აქ აკრძალვაზე კი არაა საუბარი. აქ ლაპარაკია იარაღის მარტივად ხელმისაწვდომობაზე. შენ როგორც ვხვდები, მომხრე ხარ რომ იარაღი მასიურად იყოს გავრცელებული მოქალაქეებში და ამაში პოზიტივის გარდა ვერაფერ ცუდს ვერ ხედავ. ნუ ეს არცაა გასაკვირი ვინაიდან არ ხარ საკითხში ჩახედული, შესაბამისად ვერ ხედავ პრობლემებს. ბევრი სტატისტიკური მონაცემი თუ კვლევა არსებობს და ჩაუჯექი.
სადაც არის იარაღი მარტივად ხელმისავწდომი, იქ მეტი შანსია რომ კრიმინალური დაჯგუფებები შეიარაღდნენ კბილებამდე. და ის მოსაზრება, რომ კრიმინალები ასეც და ისეც იშოვიან იარაღს არასწორია. 2015 წლის კვლევა იყო თუ არ ვცდები, რომლის მიხედვითან დამტკიცდა, რომ იქ სადაც იარაღის გავრცელებაზე მკაცრი კონტროლია, ეს აიძულებს კრიმინალებს ძველი იარაღი აღადგინონ, შეაკეთონ, გადააკეთონ. ანუ იარაღს ვერ შოულობენ მარტივად და ზოგადად იარაღის რაოდენობა იკლებს საგრძნობად.
და ის მოსაზრება რომ თუ ყველას ექნება იარაღი ადამიანები უფრო ზრდილობიანები, პასუხისმგებლიანები და ფრთხილები იქნებიან სისულელეა და საერთოდ არაფერს არ ემყარება. 20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში 40% სახლში ჰქონდა იარაღი. ყოველი მეოთხე იარაღით მოძრაობდა და შესაბამისად ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობებში პირველ ადგილზე იყვნენ.
იარაღის ქონა სახლში ზრდის თვითმკვლელობის შანსს. რაც უფრო მეტი იარაღია რეგიონში მით უფრო მეტია დაძაბულობა.
ან გაუპატიურებები რომ მინიმუმამდე დავა მაგას საიდან ასკვნი? სტატისტიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ქალებს რომლებსაც იარაღი აქვთ სახლში უფრო მეტი შანსი აქვთ ძალადობრივი სიკვდილით მოკვდნენ. თან როგორც წესი მოძალადეები ქალის არსებული ან ყოფილი პარტნიორები არიან. ძალადობის აქტიც ჰოლივუდური ფილმის სტილში ბნელ ჩიხში კი არ ხდება, უმეტესად სახლში ხდება
ამ საკითხზე ყველა სერიოზული კვლევა ნათლად ამბობს რომ: იარარის მარტივი გავრცელება და ხელმისაწვდომობა
უსაფრთხოებას არ ზრდის, არ ამცირებს ძალადობას და არ ხდის ადამიანს უფრო ადეკვატურს
ეს ერთ-ერთი კვლევის დასკვა და ასეთი ძალიან ბევრია.
Conclusion
Between 1988 and 1997, the suicide, homicide, and unintentional firearm death rates among women were disproportionately higher in states where guns were more prevаlent. The elevated rates of violent death in states with more guns was not entirely explained by a state’s poverty or urbanization and was driven primarily by lethal firearm violence, not by lethal nonfirearm violence.
This post has been edited by ხუედიოსი on 30 Sep 2018, 14:55