რა არის გასაგები?
რომელი შეხედულების გამო შეიძლება დასაჯონ სიკვდილით ნაკომოვაჭრე? აბა სად არის შეხედულება?
შენ გგონია, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა მხოლოდ შეხედულებაა? არა რასაკვირველია.
ნარკოვაჭრობა შეხედულება არ არის, ეს დანაშაულებრივი ქმედებაა, რომელიც დასჯადია კანონით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
მერე სად ნარკოვაჭრობა და სად დიდი სპორტი?
წარმოუდგენელია თან ცალი ხელით დავიცვათ იმ პირების საქმიანობა, ვინც უშუალოდ ახდენს ახალგაზრდების მომართვას ცხოვრების არაჯანსაღ წესისკენ და თან გვიყვარდეს სპორტი, ცხოვრების ჯანსაღი წესი.
საერთოდ ნარკომანები საშიში ინდივიდები არიან.
მაგრამ კიდევ უფრო მძიმე დამნაშვეებად ისინი გვევლინებიან, ვინც ნარკომანს (მომხმარებელს) ერთი დოზა ნარკოტიკისთვის ნებისმიერ დანაშაულზე მოაწერინებს ხელს. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვა, გასაღება, შეთავაზება კრიმინალური დაჯგუფების მიერ ხორციელდება. ამიტომ ნარკოვაჭრობაში ყველა ეჭვმიტანილის მიმართ გამოძიებამ უნდა ჩაატაროს ქმედითი ღონისძიებები.
ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს დღემდე დაწესებული აქვს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და უშუალო პრეკურსორების კონტროლის მკაცრი რეჟიმი. კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის სამართლებრივ რეგულირებას ახორციელებენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები. ეს ასეც უნდა იყოს.
ამასთან, არსებობს სამი ძირითადი საერთაშორისო შეთანხმება ნარკოტიკების კონტროლის შესახებ, რომელთა მიზანია ნარკოტიკების შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შექმნა. აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე, მათ შემცველ მცენარესა ან პრეპარატებზე უფრო ნაკლებად მკაცრი კონტროლის ზომების დაწესება, ვიდრე ეს საერთაშორისო სტანდარტებითაა დადგენილი.
ბოროტმოქმედების, ორგანიზებული დანაშაულის საქმიანობაში სპეციფიკური მხარეა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა (მკვეთრი იერარქია, ორგანიზაციების წევრებს შორის ფუნქციების განაწილება, მკაცრი დისციპლინა, კავშირები სახელმწიფო აპარატის კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან, დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა, დანაშაულებრივი კომერციული საქმიანობის ლეგალიზაცია). კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზატორებად გვევლინებიან კრიმინალური ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან, მაგალითად: კრიმინალური ავტორიტეტები, პირები, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის იყვნენ გასამართლებული, სამედიცინო მუშაკები, სხვ. აღნიშნულ ორგანიზაციებს ჰყავთ საკუთარი ექსპერტები, აქვთ დაცვის გარანტია, დაცვის ბლოკები (საფარი ე.წ. ,,კრიშა”) სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან, რეალიზატორთა ქსელი, წარმოებითი სტრუქტურები, ლაბორატორიები სინთეტიკური ნარკოტიკების დასამზადებლად; ემსახურებიან გადამტანები (მძღოლები) და ა.შ.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული უნდა იყოს დროულად გამოვლენილი და დასჯილი.
საზოგადოების მხრიდან აქტიურ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (მუხლი 260).
1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2329425ამიტომ ვიმეორებ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა ანუ ნარკოვაჭრობა არ არის შეხედულება, განსხვავებული აზრი და აზრის თავისუფლად გამოატვის აქტი.
ნარკოვაჭრობა კალიფიცირდება, როგორც ქმედება - ჯგუფური ორგანიზებული წინასწარგანზრახული დანაშაული, რომელიც კანონით დასჯადია საქართველოშიც და მთელ ცივილურ მსოფლიოშიც.
აზრსა (შეხედულებას) და ქმედებას (რეალიზებულ ქცევას) შორის არსებობს დიიიდი განსხვავება. აზრი არ უდრის ქმედებას.
დიახ, ნარკოვაჭრობა წინასწარგანზრახული ქმედებაა, რომელიც მოყვანილია სისრულეში ანგარების, პირადი გამორჩენის მოტივით. ეს უმძიმესი დანაშაული ნამდვილად იწვევს ახალგაზრდა თაობების ჩაბმას ნარკოტიკების მოხმარების პროცესში, რაც ერის გენოფონდის და მთლიანად ქვეყნის განადგურების ტოლფასია.
This post has been edited by Catherina on 6 Sep 2018, 23:14