სევილიასთან გავარდა ლიგიდან. ცუდია მაგრამ ხდება. ყველას შეძილება ეს მოუვიდეს. მე პირადად უკვე ეს დავივიწყე. ფერგიუსონის დროს 2 ჯერ საერთოდ ჯგუფიდან ვერ გავედით? ამის გამო ფერგიუსონი არასდროს გამიკრიტიკებია.
პირველად იყო მოურინიო იმ წელს ჩვენი გუნდით ლიგაზე და ასე თუ ისე ამ დონის მანჩესტერით მეტ ნაკლებად ნორმალურ შედეგად მიმაჩნია ეს.
პირდაპირ ვიტყვი მე არ მიმაჩნია რომ ეს მანჩესტერი გრანდია. ეს მანჩესტერი ნახევრად-კარგ გუნდად მიმაჩნია მაგრამ არა გრანდად.
ბორდმა ტრანსფერები დააკლო მოურინიოს. 2 მცველი და 1 ვინგერი დააკლო. მაგალითად:ალდერვეირელდი ვერ უყიდეს,ვილიანი ვერ უყიდეს, მაგუაიერი ვერ უყიდეს .გგონია ამას მარტო მე ვამბობ? ფანებმა აქცია მოუწყვეს ედ ვუდვორდს ჩაგდებული ტრანსფერების გამო. გუნდი ვერ გაწმინდა და რა მოვთხოვო.? მე მხოლოდ მაშინ გავაკრიტიკებ და შედეგს მოვთხოვ თუ ამ ხალხს მიუყვანენ მოურინიოს.
ამ გუნდით მაქსიმუმს აკეთებს მოურინიო . მე ასე მიმაჩნია.
მორალურად დანგრეული გუნდი თამაშს ვერ დაატრიალებდა ნიუკასლთან. ვერც ჩელსისთან ვერ ამოქაჩავდა. პრობლემები არის ესეც ფაქტია.
მე მიმაჩნია რომ მოურინიო არ ტყუის როცა ამბობს ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთო.ტყუილი რა თქვა იუვენტუსთან წაგების მერე? თქვენ ძალიან მაღალი დონე ხართ ჩვენთან შედარებით. ფავორიტი იუვენტუსია ამ ჯგუფის. გული მწყდება ამას რომ ვამბობ მაგრამ მე ასე ვთვლი.
დიახ ამას მე ვამბობ მანჩესტერის ფანი.
თქვენ დაცვა მსოფლიო დონის გყავთ. ჩვენი დაცვა სამარცხვინოა. ჩვენს შეტევას ასე თუ ისე არაუშავს .
რატომ? იმიტომ რომ ვერ მიუყვანეს ხალხი.
პრობლემები არის ამას არ ვუარვყოფ მაგრამ ისიც მიმაჩნია რომ მოუ ამ გუნდით მაქსიმუმს აკეთებს.
მე მიმაჩნია რომ 2-3 წელში დიდი გუნდი არ კეთდება. მე მზად ვარ მოვიცადო რადგან ჟოზეს მუშაობაში რაღაც პროგრესს ვხედავ. ვიმეორებ პრობლემებიც არის.
მიმაჩნია ასევე ისიც რომ უფრო მეტიც უნდა დახარჯონ თუ საჭიროა.
ეს არის ჩემი როგორც რიგითი მანჩესტერის ფანის აზრი.
აგერ არის სურათი სადაც ფანებმა აქცია მოუწყვეს ვუდვორდს ჩავარდნილი ტრანსფერების გამო. ვუდვორდს მხოლოდ.
ეს იმას ნიშნავს რომ ჩემნაირად სხვებიც ფიქრობენ. მე ასე მგონია.