დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 143907
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09
|
#55838673 · 13 Feb 2020, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფბდან წმაოვიღე დამატებითი დრო როა ამნდ იყო საით მიდიხარ, სება? ანუ ტრაგიკული ბიჭი ლიორახიდან..
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში ერთ საფეხბურთო გვერდს ჰქონდა ასეთი რუბრიკა: „ დააკომენტარე, ვისი ფოტო გსურს და დავდებთ.“ ვთხოვე, სებასტიან დაისლერი თუ იქნება შესაძლებელი, მადლობელი დაგრჩებით-მეთქი, რაზეც გაკვირვებულმა „ადმინმა“ მიპასუხა- ალბათ, იულიან დრაქსლერი იგულისხმეო, რამდენიმე კომენტარის გაცვლითა და იუთუბის დახმარებით დავარწმუნე, რომ დრაქსლერი და დაისლერი სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ, მაგრამ საერთოდ არ მიგრძვნია თავი გამარჯვებულად- ძალიან დამწყდა გული, რომ სებასტიან დაისლერს დღეს ბევრი ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდა არ იცნობს.
სანაკრებო ფეხბურთის აზრიანად ყურება 2002 წლიდან დავიწყე. სწორედ მაშინ შემიყვარდა გერმანიის ნაკრები, ხოლო საკლუბო ცოტა მოგვიანებით. 2005/06 წლის ჩემპიონთა ლიგა იყო ჩემი პირველი სრულყოფილი ტურნირი. როგორც წესი, გულშემატკივრობას იმ დროს ძლიერი და დომინანტი გუნდების მიმართ იწყებენ, მე კი არც თუ კარგ დღეში მყოფი ბაიერნი ავირჩიე. 90 იანები საქართველოში უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ათწლეულია, ამიტომაც 2000 იანი წლების დასაწყისშიც მარტივი არ იყო ფეხბურთის ყურება, გენერატორზე გულშემატკივრობა, ჟურნალი „სპორტსიახლენი“ და დიმა ობოლაძის ხმა შავ-თეთრი ყუთიდან იყო ჩვენი თაობისთვის ნირვანა.
2005/06 წლების ლიგის წინ დენიც სტაბილურად გვქონდა ქვეყანაში და სამშაბათობით „სპორტსიახლენის“ ყოველი ახალი ნომერი მოჰქონდა მამაჩემს. აქიდან დაიწყო ჩემი და რეკორდმაისტერის სიყვარული.„ცოდვა გამხელილი ჯობსო“ და იმ ბაიერნში, რომლის გულშემატკივრობა დავიწყე, ორ კაცს ვიცნობდი: ოლივერ კანსა და მიხაელ ბალაკს 2002 წლის მსოფლიოდან. იმ წელს ბავარიას იუვენტუსი ჰყავდა ჯგუფში. ჩემი პირველი დიდი თამაშიც ბაიერნი-იუვე იყო. აი აქ კი კანსა და ბალაკზე მეტად უცნობ ბიჭზე გადავირიე, რომელმაც იუვეს ფლანგელები აიკლო და პირადად მოიგო ის თამაში (2-1 დაისლერის და დემიკელის გოლებით). სებამ გოლი მეორე თამაშშიც შეაგდო, მაგრამ ტურინში მიუნხენლები დამარცხდნენ 1-2. ამ დღიდან სება ჩემი გმირი გახდა. სამწუხაროდ, ტრაგიკული გმირი.
სებასტიან დაისლერი, 1980 წლის 5 იანვარს ბადენ-ვიუტენბერგის მიწის პატარა ქალაქ ლიორახში დაიბადა. ამ მხარეში ფეხბურთი ძალიან უყვართ და არაერთი დიადი ფეხბურთელი აჩუქეს გერმანიას: ოლივერ კანი, იურგენ კლისმანი, ოლივერ ბირჰოფი, იოზუა კიმიხი. შვაბებზე(ბადენ-ვიუტენბერგი შვაბური მხარეა) არსებობს ასეთი სტერეოტიპი: „ძალიან ხარბი და გაუმაძღარი ხალხიაო.“ სტერეოტიპების დიდი მოტრფიალე როდი ვარ, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია- ამ რეგიონში დაბადებულ ფეხბურთელებს მოედანზე დადებითი კუთხით„სიხარბე„ მუდმივად ეტყობათ. დაკვირვებიხართ ოლივერ კანის თვალებს? ან იოზუა კიმიხს დააკვირდით უახლოეს თამაშებში. ისინი მაქსიმალურად ცდილილობენ, მოედანს დაეწაფონ და ხარბად შეიგრძნონ ფეხბურთის გემო. მინიმალურით არასდროს არიან კმაყოფილნი.
სუპერ-სება, როგორც მას ეძახდნენ, განსხვავებული შვაბი იყო, მუდამ სევდიანი, დიდი თვალებით, (ეტყობა შინაგანად გრძნობდა) და ბლანჟეთი, რომლითაც კიდევ უფრო ემსგავსებოდა ჰაინრიხ ბიოლის ტრაგიკულ პერსონაჟს. გერმანიაში ბევრზე დაუმყარებიათ იმედი, მაგრამ დაისლერი არავის ჰგავდა, არ იყო ტიპური გერმანელი. ალემანური თვისებების გარდა, მას სამხრეთული ტექნიკაც გააჩნდა. თანაბარი წარმატებით თამაშობდა ფლანგებზე, მის არსენალში შეხვდებოდით ბწრყინვალე პასს, დარტყმასა და დრიბლინგს, ერთი სიტყვით, ყველა თვისება ჰქონდა დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. სება გერმანიისა და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი იყო. მიუხედავად მისი ტრაგიკული კარიერისა, ფოლკერ ფინკე , ალბათ, დღემდე ნანობს, ახიმ შტოკერისთვის ნათქვამ სიტყვებს-„ეს ბიჭი ფრაიბურგს არ გამოადგებაო. ''
სებამ ბუნდელსიგური კარიერა მიუხენგლადბახში დაიწყო და მალევე ბერლინის ჰერტას შეუერთდა, სადაც გაითქვა კიდეც სახელი. 2002 წლის მსოფლიოზე მიხაელ ბალაკთან ერთად მანშაფტის უპირობო ლიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მსოფლიოს გამოტოვება მოუწია. ეს იყო სებას პირველი დიდი დარტყმა. ყოველივე ამისა, დაისლერს დედაქალაქში მიუნხენელები რომ არ დატოვებდენ, ცხადზე-ცხადი იყო. 2002 წელს ის გერმანული ფეხბურთის გრანდს- მიუნხენის ბაიერნს- შეუერთდა. მიუხედავად ქრონიკული ტრავმებისა, სება რეკორდმაისტერის ლიდერად იკვეთებოდა, მაგრამ მალევე მიიღო მეორე დარტყმა. ტრავმის გამო ევრო 2004-ის გამოტოვებაც მოუწია. სუპერ-სება არ ნებდებოდა და გერმანიაშიც იმედი ჰქონდათ, რომ საშინაო მუნდიალზე სება ნაკრების ლიდერი თუ არა, თანალიდერი მაინც გახდებოდა და გერმანიას ჩემპიონს გახდიდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, დაისლერის მსოფლიოზე ყოფნის შემთხვევაში რამდენად გამართლდებოდა ეს პროგნოზი ან შეუგდებდა თუ არა მისთვის საყვარელ იტალიელებს ნახევარფინალში, მაგრამ ფაქტი ერთია- დაისლერმა ეს მსოფლიოც გამოტოვა. ამ ყველაფერს დაემატა ფსიქოლოგიური პრობლემები, ფეხბურთელს ოთახიდან გამოსვლა არ სურდა.
2007 წლის იანვარს ყატარში შეკრებაზე ყოფნისას დაისლერმა ული ჰიონესს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ული ბევრს ეხვეწა სებას კლუბის, ნაკრების, გერმანელი ხალხის სახელით, მაგრამ 27 წლის ბიჭს, მეტი არ შეეძლო არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. ის უნდა წასულიყო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუნხენის ბაიერნი ბოლომდე დაუდგა გვერდით საკუთარ ფეხბურთელს და არცერთი წამით მიუტოვებია. ული შვილივით ექცოდა და მასთან ერთად ებრძოდა ყველა პრობლემას, რუმინიგეს, ჰიონესს, ბეკენბაუერს, ანგელა მერკელს, თვით შალკე 04-ისა და მიუხენგლადბახის გულშემატკივრებსაც სურდათ სებას დაბრუნება, მთელი გერმანია მისთვის ლოცულობდა, მაგრამ ალემანთა იმედი დამარცხდა. “ფეხბურთის თამაში აღარ მსიამოვნებს. ფეხბურთი ჩემთვის ტანჯვად იქცა. მეტი აღარ შემიძლია. წავედი!-” ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა დაისლერი და თან წაიღო უდიდესი იმედი და სევდა.
მას შემდეგ სება ერიდება ტელევიზიებს და ჟურნალისტებს. მისი კამერებთან ბოლო ვიზიტი 2009 წლით თარიღდება, როდესაც თავისი წიგნი „უკან ცხოვრებაში„ წარადგინა.
მიუნხენის დატოვების შემდეგ სებამ თავის ბრაზილიელ მეგობარ გოგონა იუნის დოს სანტოს სანტანასთან ერთად ბერლინში ცხოვრობდა, მაგრამ დედაქალაქის ტემპს დიდხანს ვერ გაუძლო და სანტანასაც გაშორდა. აღარ შეეძლო პაპარაცები და წარსულის ტკივილის გახსენება. როგორ, ამბობენ მშობლიურ ლიორახში დაბრუნდა. ბოლო წლებში მეორე ვერსია გაჩნდა- ფრაიბურგთან ახლოს ვილაში მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობსო. დაისლერი, მართლაც, ტრაგიკული შუა საუკუნებიის მოთხრობაში აღწერილ მოჩვენებას დაემსგავსა. ფრაიბურგსა და ლიორახში ყველა გეტყვით, რომ სება სადღაც აქ ცხოვრობს, მაგრამ ის არავის უნახავს, გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ბოლო წლებში სებამ სამოყვარულო ტურნირიც ითამაშა, გოლებიც ბლომად ყარა და ხალხთან ღიმილიანი სახითაც საუბრობდა, მაგრამ სურათზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და პაპარაცებს ერიდებოდა. ხალხში კი ჭორები დადის- დაისლერი თურმე ხშირად სტუმრობს პატარა მოედნებს, უცნობებს შეერევა მოედანზე და გულიანდაც გააგორებს. ერთი ეგაა, ერთსა და იმავე ადგილას მეორედ არასდროს ჩნდება. ვერც გაამტყუნებ, ის ტრავმებთან ერთად ჟურნალისტებმა დატანჯეს და ფსიქოლოგიურად გატეხეს. სება მიუნხენში ვერ დარჩებოდა და პაპარაცების ათას უაზრო შეკითხვას ვერ აიტანდა, რომლებიც ყოველ ჯერზე მოურიდებლად დააყრიდნენ ჭრილობაზე მარილს, გაახსენებდნენ, რომ ის იყო გერმანიის იმედი. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოქროს ბურთის მოგებისა და, რაც ყველაზე მთავარია, მასთან ერთად მანშაფტის მაისურს, მინიმუმ ერთი ვარსკვლავით მეტი დაამშვენებდა. სება ეპოქას შექმნიდა და კიდევ რამდენი ალტერნატიული რამ შეიძლება ყოფილიყო რომ არა ტრავმები. ვერც ბერლინში დარჩებოდა და ბერგჰაინში გაერთობოდა სანტანასთან ერთად. სება დიდი, ნაღვლიანი, შვაბური თვალები ლიორახის გზას გაუყვა და საკუთარ სახლში მშვიდად ცხოვრობს. ალბათ, ყველასთვის ასე ჯობდა.
2018 წელს ბადენში ყოფნისას ვიფიქრე, ვიპოვი ჩემი ბავშვობის გმირს და ლიორახისკენ გამიწია გულმა, მაგრამ ორ რამეს მივხვდი: პირველი, ძალიან ცოტა შანსი მქონდა და მეორე, ამით სებას არჩევანს შეურაცხყოფას მივაყენებდი.
გერმანული კულტურა, ფილოსოფია, ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარდა და ჩემი ოცნება იყო ორიგინალში წამეკითხა გოეთე, ბიოლი, რემარკი, გრასი, ჰეგელი, კანტი და თუ შანსი მომეცემოდა, რამე მეთარგმნა. იმედია, მალე დადგება ის დღე, როდესაც გერმანულ ენას სრულფასოვნად შევისწავლი და სუპერ-სებას წიგნს „უკან ცხოვრებაში“ ვთარგმნი. ალბათ, მისი დაფასების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტიც ეს არის. თვითონ კი იცხოვროს მშვიდად, კეთილი გმირების ბედისწერა ხომ ასეთი ტრაგიკულია. სებაც კეთილი, უჩინარი გმირია დიდი ნაღვლიანი თვალებით.
მე კარგად მახსოვს
მართლა საწყენად წავიდა
--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
|