ეხლა ვუყურებდი ძველ სტატისტიკას მსოფლიო თასების და საინტერესო რაღაცეები ამოვაგდე, იქნებ დაგაინტერესოთ:
1) ორთაბრძოლების მოგება:
ლოთარ მათეუსი (1990 წ.) - მოიგო 66 ორთაბრძოლა 7 თამაშში, წააგო მხოლოდ 29.
ფრანც ბეკენბაუერი (1970 წ.) - მოიგო 58 ორთაბრძოლა 5 თამაშში, წააგო მხოლოდ 24. --- თუმცა მათეუსზე თითქმის 200 წუთით ნაკლები ითამაშა. ანუ ბეკენბაუერი 8.5 წუთში იგებდა თითო ორთაბრძოლას, მაშინ როცა მათეუსი იგებდა 10 წუთში თითო ორთაბრძოლას. ორივე მაგარი შედეგია ისე.
შედარებისთვის, მარადონას რეკორდია 122 ორთაბრძოლის მოგება 7 თამაშში, 5.4 წუთში თითო ორთაბრძოლის მოგება.
ანუ აშკარად ორთაბრძოლებში გერმანიას ბეკენბაუერზე უკეთესი არავინ ჰყოლია ისტორიაში.
2) საგოლე მომენტების შექმნა:
ტომას ჰასლერი (1994) - 24 საგოლე მომენტი შექმნა 5 თამაშში.
ბერნდ შნაიდერი (2002) - 24 საგოლე მომენტი შექმნა 7 თამაშში.
ანდრეას ბრეჰმე (1990) - 24 საგოლე შექმნა 6 თამაშში.
ჰასლერი იმარჯვებს უმარტივესად, საშუალოდ 18 წუთში ერთხელ საგოლე მომენტს ქმნიდა. მარტო კრუიფი უსწრებს, რომელიც საშუალოდ 17 წუთში ქმნიდა მომენტს.
3) პასები/მოგუდვა და ა.შ.

ფრანც ბეკენბაუერი (1974) - 555 პასი, საშუალოდ 85% სიზუსტით.
ბასტიან შვაინშტაიგერი (2010) - 515 პასი, საშუალოდ 84% სიზუსტით.
ტონი კროოსი (2014) - 605 პასი, საშუალოდ 89% სიზუსტით.
ნუ კროოსი იმარჯვებს როგორც ჩანს.
პ.ს. ერთი ძაან საინტერესო რაღაც მინდა აღვნიშნო - ყველაზე მეტი წარმატებული ჩაწოდება აქვს ტორსტენ ფრინგს(2002) - 17-ჯერ ჩააწოდა ზუსტად, მაშინ როცა მეორე ადგილზეა კრუიფი, 16 წარმატებული ჩაწოდებით.

თან კრუიფს საშინელი კოეფიციენტი აქვს, 39-ჯერ არასწორად ჩააწოდა, როცა ფრინგსმა მხოლოდ 18-ჯერ გააფუჭა ჩაწოდება.
This post has been edited by Virtuslb on 16 Aug 2020, 13:34
History and everything else...