33 mins
წარმოიდგინეთ, რომ შვილი მოგიკლეს.
წარმოიდგინეთ?
დილით ბავშვი სკოლაში გაუშვით, მშვიდად და რამდენიმე საათში გაიგეთ, რომ შვილი წამებით მოგიკლეს.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად 10 თვეა, ცდილობთ, დაისაჯონ თქვენი შვილის მკვლელები. ცდილობთ თქვენთვის ნაცნობი, თუ აქამდე უცნობი ყველა გზითა და საშუალებით.
რკინის ქალამნებით დადიხართ ხან ერთ უწყებაში, ხან მეორეში, მედიაში, პარლამენტში, ქუჩაში.
და მთელი ამ დროის მანძილზე, ხელისუფლება არათუ არაფერს აკეთებს თქვენს დასახმარებლად, პირიქით - ხელს გიშლით.
მთელი პროპაგანდის მანქანა აქვს ამუშავებული თქვენ წინააღმდეგ.
თქვენზე წერენ, რომ სინამდვილეში შვილის დაჩეხვის ამბავი კი არ გაინტერესებთ, პოლიტიკურად ხართ მოტივირებული.
ანუ შვილი მოგიკლეს, სამართალი ვერ იპოვეთ და თან გეუბნებიან, რომ სინამდვილეში საერთოდ არ გაინტერესებთ, ვინ მოგიკლათ შვილი და ფული გინდათ.
და მთელმა ამ პროპაგანდამ და პოლიტიკურმა ძიძგილაობამ პარტიებს შორის საბოლოოდ ის შედეგი მოგიტანათ, რომ ბოლოს თქვენს მხარდამჭერ აქციაზე 100 კაციც კი არ მოვიდა.
ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს კი, ვისაც ემორჩილება ქვეყანაში მოქმედი ყველა სამთავრობო და სახელისუფლებო სტრუქტურა, ჰყოფნის სინდისი, ნამუსი და არ ვიცი კიდევ რა, ალბათ, ნერვები, გამოვიდეს და აუღელვებლად თქვას, რომ არ ესმის, რას აპროტესტებთ.
და, აი, ამ ყველაფრის მერე, განა იმუქრებით, რომ ამ ქვეყანაში ქვას ქვაზე არ დატოვებთ და ყველა სახელმწიფო უწყებას ააფეთქებთ დედა ბუდიანად, არა! ისევ მშვიდად ცდილობთ, გააპროტესტოთ და გაქვთ ერთადერთი საწყალი მოთხოვნა, დაისაჯონ თქვენი შვილის მკვლელები.
და საშინელ ამინდში, წვიმასა და სიცივეში, პოლიცია ჯოხებზე პარკების გადაფარების უფლებას არ გაძლევთ, რომ ასე გამოხატოთ თქვენი სამოქალაქო პროტესტი

საუბარი არ არის იმაზე, დანაშაულია, თუ არა ის, რაც ზაზა სარალიძემ გააკეთა. აბსოლუტურად არაადეკვატური მგონია მაგ თემაზე მსჯელობა. საუბარია იმაზე, რამდენად მორალურია ამ ადამიანის დაკავება იმ ფონზე, როცა მისი შვილის მკვლელები და მკვლელებზე ხელის დამფარებლები კვლავ გარეთ დადიან.
და შეგახსენებთ, რომ სარალიძის დაკავების პარალელურად, ქუჩაში დადის ოთარ ფარცხალაძე - ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ბოროტება ამ ქვეყანაში.
გამოვლენ მერე ეს ბოზის შვილები და მორალზე დაიწყებენ ლაპარაკს
ოჯახს ###### ამათსას
გირგვლიანი ვითომ რო ტკივათ და მურუსიძე დააწინაურეს
ტრაკში ხო გამოისვეს სანდროს ტრაგედია და ირინას სიცოცხლე, მერე ნაცების მოსამართლეები აწინაურეს
დედის პირი #####ან ბიძინასი
რუსეთუმე ოჯახს შევუცი