ჩვენი მეტოქეების აბსოლუტური უმრავლესობა დაცვაში თამაშობს 5-4-1 ან 4-5-1 ტაქტიკით, რაც გულისხმობს ცენტრის მაქსიმალურად დატვირთვას და ფლანგზე 2-2 კაცით დაცვას.
4-5-1 დაახლოებით ასე გამოიყურება:

თუ ვუტევთ ფლანგიდან(მაგალითისთვის მარჯვენა ავიღოთ), მაშინ ნომინალური მარცხენა ფლანგელი თამაშობსმარცხენა ვინგბექს და პირველი იწყებს პრესინგს. მას აზღვევს მარცხენა მცველი, რომელიც ასევე ფლანგზეა. დაცვის ცენტრალურ ზონაში დგება ორივე ცენტრალური მცველი, პლიუს მარჯვენა მცველი და ქმნიან მაქსიმალურ სიმჭიდროვეს რო ბურთის ჩაგდება არ მოხდეს. ამ გზით ანეიტრალებენ მანჯუკიჩი და რონალდოსგან მომავალ საფრთხეს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჩამოდის მარჯვენა ფლანგელი და აზღვევს ცენტრში შესულ მარჯვენა მცველს. ცენტრალური ნახევარმცველები დგანან საჯარიმოს წინა ხაზზე და აზღვევენ დიბალასთვის ან პიანიჩისთვის "უკან" დაგორებულ ბურთს. ესენი ეფარებიან ანეიტრალებენ შორიდან დარტყმებს.
კლასიკური ცენტრიდან შეტევა ამ მდგომარეობაში ნაკლებად შედეგის მომტანია, იმიტომ რომ მეკარის წინ 6 კაცი დგას(3 მცველი+3 ნახევარმცველი) და სივრცე ფაქტობრივად არაა. ეს არც დრიბლინგისთვის ტოვებს შანსს და არც რასპასოვკისთვის.
ფლანგებიდან შეტევა შედარებით უფრო საინტერესოა. თუ მოხერხდება რო დაცვა მაქსიმალურად გაიწელოს ფლანგიდან ფლანგზე, მაშინ სივრცეებიც შედარებით მეტი გაჩნდება და უფრო მეტი შანსია რო ხედირამ, პიანიჩმა ან დიბალამ დასარტყმელ პოზიციაზე შევარდნა და ბურთთან შეხვედრა მოახერხონ. ასევე რონალდოს და მანჯუკიჩსაც მეტი თავისუფლება ეძლევათ.
ცენტრიდან შეტევის პლიუსი ისაა რო შეტევა უშუალოდ კარის წინ მიდის და კარამდე მიტანილი შეტევის რეალიზების შანსი მეტია, მაგრამ მინუსი ისაა რო მცველების სიმჭიდროვის გამო შეტევების რაოდენობაა ცოტა.
ფლანგებიდან შეტევის პლიუსი ისაა რო დარტყმამდე უფრო მეტი შეტევის მიყვანა შეიძლება, კარს უფრო ხშირად ემუქრები, თუმცა ამ შემთხვევაში რეალიზაციის პროცენტია ნაკლები.
გამოსავალი ამ ორი ტაქტიკის მონაცვლეობაა.
5-4-1 რაც შეეხება, სურათს შეხედეთ და თქვენც მიხვდებით რო ზედმეტი ახსნები საჭირო არაა. ავტობუსია ჩვეულებრივი

რატომ რ მგონია ინსაიდები (მემარჯვენე ვინგერი მარცხნივ და პირიქით) კარგი აზრი:
ინსაიდების ძირითადი კოზირი არის ფლანგისკენ დრიბლინგის ხარჯზე ცენტრისკენ შეწევა და საჯარიმოს კუთხიდან დარტყმა. ეს კარგი იქნებოდა გახსნილი თამაშისას, მაგრამ როცა მასირებულ დაცვასთან თამაშობ, ფლანგიდან ცენტრისკენ დრიბლინგი იწვევს ფლანგის მცველის შემოყოლას ცენტრში, რაც ისედაც მცირე ზონებს ცენტრში კიდე უფრო ამცირებს, შესაბამისად გადაცემისთვის და შეტევის გაგრძელებისთვის ფაქტიურად ადგილი აღარ რჩება. ინსაიდს რჩება 3 არჩევანი: უკან ბონუჩისთვის დაბრუნება და შეტევის თავიდან დაწყება, მეორე ფლანგზე გადატანა და შეტევის თავიდან დაწყება, დარტყმა.
შეტევის თავიდან დაწყებამდე თუ მივიდა საქმე, ესეიგი წინა შეტევა ტყუილად დაგვიკარგია და რა აზრი ქონდა ინსაიდის ბოდიალს. დარტყმას რაც შეეხება, ჯერ ერთი ურტყამს შორიდან, მერე ურტყამს მახვილი კუთხიდან და პლიუს დაცვის/ნახევარდაცვის ხაზიც გამგელებული უფარებს. ან მივა ბურთი კარამდე და ან არა. ანუ გოლის გატანის შანსი არი ათიდან ერთი, უფრო ნაკლები თუ არა.
ჩვენთან ინსაიდის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ მარცხნივ მანჯუს, კოტეს და კინს, მარჯვნივ დუგლასას და ბერნას.
პირველი არჩევანი რომელ პოზიციაზე ვინაა, მარტივი გადასაწყვეტია. დრიბლინგის და სისწრაფის სქილი ვის მეტი აქვს და რამდენით, კარგად ვიცით ყველამ.
პ.ს. დიდი ტექსტები არ იკითხება და ვისაც მოკლე შინაარსი გაინტერესებთ:
დუგლასა ბერნას ჯობია და დუგლასას ადგილი მარცხენა ფლანგზეა.
ბერნას კვადრატა ჯობია.
ვსიო