შთაბეჭდილება მჩება რომ ამ მომენტში გუნდი ჩემპიონატის თამაშების საშუალო დონეზე გაწურვის რეჟიმშია.
ამ რესურსით პრემიერ ლიგისთვის მიყოლას და ლიგის ყველა თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებას ვერ ვქაჩავთ. ერთი ვეინალდუმ-მილნერის ცენტრი(მესამის ყოფნას რა აზრი აქვს) იღლება და ესენი პრესინგით შუაზე თუ არ გაიხნენ ნახევარდაცვის ცენტრში უპირატესობას ვერ მოიპოვებენ.
სხვადასხვა ფაქტორების გამო ფაბინიო-კეიტას გუნდზე მორგება დაგვიანდა.
არადა უმძიმესი კალენდარი მოდის დეკემბერში. დრო არის - წინასწარ კონკრეტული შედეგის გარანტია არასდროს არსებობს, თუმც მგონია რომ 12-მდე შეუძლიათ მოემზადონ, აკრიფონ ფორმა და დადონ მძლავრი 90 წუთი.
არ მგონია ბუვაჩის წასვლამ წინა სეზონის ფეხბურთიც წაიღო. შეგვიძლია ვთქვათ რომ დაამუღამეს გუნდებმა როგორ ეთამაშონ ლივერპულს. თან ასეთი თამაშები დიდ ენერგიას მოითხოვს. გასულ სეზონში რაც ითამაშეს - ითამაშეს სეზონის მეორე ნახევარში, უკვე დასკვნით ეტაპზე. ამ თამაშებს ჩემპიონატში დაკარგული ქულები მოყვა. ხშირად ვერ იქნება ასეთი ჩატარებული შეხვედრები.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩამოუყალიბებელი "მარად ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი" - კინაღამ ფეხი მოტეხა გომესს და ეს ეპიზოდი არ იყო წითელი ბარათი.