მართლა საკაიფო ისტორიებია

ამ გახსენებაზე მეც მოვყვები ერთ არც თუ ისე სასაცილო ამბავს :დ
მაღლივში ვზივარ საგამოცდო ცენტრში. პირადობით და კალმებით რაღაც ### კონსტრუქციებს ვაწყობ და ველოდები როდის მომიტანენ საკითხებს. რაღაც მომენტში თავი ავწიე და ის დავინახე... გარეგნულად ახლა არაფერი არ მახსოვს როგორ გამოიყურებოდა, მახსოვს შეგრძება რომ არანორმალურად მომეწონა.
წყლის აპარატთან მივიდა, მერე უცებ გნიდა დამკვირვებელმა გადამატანინა ყურადღება - ფურცლები დამიდო. რომ გავიხედე ვეღარ დავნახე. გამოცდის დროსაც პერიოდულად თვალებს ვაცეცებდი, მარა ვერ ვიპოვე.
ეხნატონის რეფორმებს და დედის ტყვნებს რომ მოვრჩი და თავი ავწიე რა, მოვათვალიერე, მერე გარეთ კიბეებთანაც მოვიცადე ცოტა ხანს. ეგეც უშედეგოდ, ან რომ მეპოვა რა ჩემ ###ს ვიზამდი

სახლში მივედი და გიჟური იდეა მომივიდა თავში. თუ ჩემი სიზარმაცის დონეს გავითვალისწინებთ იმენა გმირობაზე წავედი. შევედი თსუს საიტზე და გამოცდებზე სტუდენტთა განაწილების ფაილები გადმოვწერე. სადღაც 7 სექტორი უნდა გადამექექა. გოგოების სახელებს ფბ-ს საძიებო ველში ვწერდი ჯერ ქართულად და მერე ლათინურად. მგონი მესამე დღეს ვიპოვე ამ გოგოს პროფილი

მერე დამატებით ერთი დღე ვფიქრობდი რა მიმეწერა. ბოლოს ვორდში რაღაც ტექსტიც ავკრიფე და დავაკოპირე. ბედად სანამ გავუგზავნიდი კიდე გადავხედე მის პროფილს და გათხოვილი ყოფილა
ასე ბეჯითად და მონდომებით არაფერი არ გამიკეთებია მგონი და მაინც ამხელა იმედგაცრუება