ამასთან დაკავშირებით მინდა რაღაც რომ გითხრა
საკმაოდ მსგავსი სიტუაციაა არსობრივად
იმის გამო რომ პსჟ-ს გულშემატკივრად განგიხილავ არასდროს აღმიქვამს შენი არცერთი პოსტი როგორ ვთქვა არ ვიცი ნორმალური ანდა პატივსაცემი ადამიანის ნაწერად
ყოველთვის როდესაც შენს პოსტს ვხედავ და არ გადავიკითხავ თუ შემთხვევით გადავიკითხავ უკვე თვალის შევლებამდე მიმაჩნია არასერიოზულად და ბევრ სხვისაზე ნაკლები მნიშვნელობის პოსტად
უფრო მეტიც კია რადგან არ მახსენდება შემთხვევა როდესაც შენი პოსტისთვის რაიმე მნიშვნელობა მიმენიჭებინოს
უმეტესობის პოსტებს და ბევრი ისეთისაც ვის ნიკსაც პირველად ვხედავ რაღაც მნიშვნელობას ვანიჭებ და მხედველობაში ვიღებ როდესაც თემებში რაიმე საკითხზე აგორებულ პოსტებს ვათვალიერებ
და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ პსჟ და ტიაგო სილვა გევასება
ეს პასიური და ახლა უკვე აქტიურად გამოვლენილი უპატივცემულობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო რაც ზემოთ დავწერე
აი ასეთი უცნაურია ადამიანის ფსიქოლოგია

ახლა შეგიძლია აზრობრივი პარალელები გაავლო და წარმოიდგინო რეალურ ცხოვრებაშიც ვიღაც ან ვიღაცეები უპატივცემულობის გამოვლენით გჩაგრავდნენ ანტიპათიის გამომწვევი ნიშნის გამო რითიც არავის არაფერს არ უშავებ მაგრამ ასე უცებ არ დაევასები ხალხს
ესენი იმიტომ დაგიწერე რომ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა ვითომ მხოლოდ შენ შეგიძლია ვინმეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა მაგრამ სინამდვილეში შენს მიმართაც შეიძლება სრული უპატივცემულობის გამოვლენა და პიროვნული იგნორირება და ეს ისეთი გამოსაჩენი მიზეზის გამო კი არა როგორიცაა სექსუალურ უმცირესობაში ყოფნა არამედ ისეთი უმნიშვნელო მიზეზის გამო როგორიცაა სიმპათიები დედა#####ული პსჟ-ს მიმართ

ტიაგო სილვა და ა.შ. დამატებითი მიზეზებია უბრალოდ
შეიძლება ისიც კი იფიქრო რომ ეს ყველაფერი ისე მოვიფიქრე შედარების გასაკეთებლად მაგრამ სიმართლე ისაა რომ აი იმ დაციტირებულის ნახვის შემდეგ ვერ მოვითმინე არ გამენდო შენთვის თუ უნებლიედ როგორი არაფრად ჩასაგდების სტატუსი ჩამოგიყალიბდა რაღაც სულელური მიზეზის გამო
ამდენი არც მე მიფიქრია აქამდე რადგან ჩემი პირდაპირ გაკონტროლებადი ნებისგან დამოუკიდებლად შემექმნა შენზე პიროვნულად დაბლა მდგომი იუზერის სტერეოტიპის მსგავსი დამოკიდებულება
ვერაფერს ვუხერხებ თავს

აი ხომ ვაცნობიერებ როგორი უაზრობაა მაგრამ ისევ ისე ძლიერად მაქვს სტერეოტიპი ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი
ასე რომ ვიცი და მესმის როგორ ბუნებრივად გაქვს ჩაბეჭდილი ის აზრი რაც დაგიციტირე
ანუ რაღაც ქადაგების დაწყება კი არ მიცდია პატივისცემაზე

მარტო ის აზრი დავწერე რაც ამეკვიატა და ვეღარ მოვიშორებდი თუ არ დავწერდი
შეგიძლია ნაწერის გააზრებით თავი არ შეიწუხო და უბრალოდ დამცინო შეუსაბამო პარალელებს რატომ ავლებო ან შეგიძლია ცოტა ხნით მაინც ჩაუფიქრდე რამე საღი აზრის გამოტანა თუ შეიძლება აქედანო
ბოლოს კიდევ ერთი რამეც უნდა გაგიმხილო აი ხომ გიწერ ამხელა ტექსტს მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს სხვებს უფრო ვუწერ და მათი შთაბეჭდილება უფრო მაინტერესებს რადგან თავიდან ვერაფრით ვერ ვიგდებ იმ შეგრძნებას რომ პიროვნული წონის არმქონე იუზერი ხარ და ეს ისევ და ისევ პსჟ-ს გამო

აუ მართლა რა უცნაურია ადამიანის ფსიქოლოგია

ახლა ცხადად ვიგრძენი თუ რა დოზით ვერ ვფლობ საკუთარ თავს