ბართოს მომავალი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს კაცია
https://twitter.com/victor_font ეს კაცი მუშაობს მუნდო დეპორტივოში. უწერია ინფოშიც პრინციპში.
https://twitter.com/RogerTorello ხოდა ეგრე დაუწერია რომ მცველი, მეკარე, ორი ნახევარმცველი და ფორვარდი უნდა ბარსას რომ იყიდოსო.
ერთი დაიდო უკვე, ტობიდო.
ორი რამ გაირკვა ტობიდოს ამბავით:
1. დე ლიხტი აღარ მოვა.
2. მურილიო აუცილებლად წავა სეზონის ბოლოს, როგორ მაგრადაც არ უნდა ითამაშოს.
მეკარე თუ გვინდა გამოდის, რომ სილესენი მიდის. თან კაი ფულად წავა. კია ისე საცოდაობა მაგის სკამზე დამწნილება, ძალიან კლასია. სილესენზე მაგარს ვერ მოიყვანენ ვერავის, მე ასე მგონია. სილესენის პირად ფანებს გილოცავთ, დანარჩენზე ვერ დავამატებ ვერაფერს - კლუბისთვის არ არის კარგი ამბავი.
ნახევარდაცვაში წმენდა იქნება სერიოზული - დენისი(ზამთარშიც გაუშვებენ, 25 მილიონს ვითხოვთ), ხრუსტალის ყ.ლე, სამპერი წავლენ აუცილებლად. 120 მილიონიანი ოფერი თუ იქნა რაკიტიჩიც მაგათ გზას გაუდგება ასე მგონია. აღარ დატოვებენ. არადა, ვალიკოს მოწონს და კლუბთანაც ძაან კარგი ურთერთობა აქვს.
ორი ვინ იქნება არ ვიცი, ერთი რაბიო არის ალბათ, მარა იმხელა ხელფასს აძლევენ არ მინდა მაგის მოსვლა. ვინ ჩემი ფეხებია 10 მილიონი რომ მისცენ, ინიესტას არ ქონდა მგონი მაგდენი და ბუსკეცს არ აქვს. არ ვიცი ზუსტად რამდენი ქონდა ინის და ბუსის რამდენი აქვს. არტურზე მაგარი ნაღდად ვერაა რაბიო და რატო უნდა აიღოს მაგაზე დიდი ხელფასი არ ვიცი. თუ რამეა გავასაღებთ გემრიელ ფასად.
ფრენკის პსჟ ეჩალიჩება და მაგას ისე უყვარს მესი რო მგონია დაიკიდებს ფულს და წამოვა აქ. დიდი იმედი მაქვს ასე იქნება, ძალიან კლასნია და სტილიც უცხო არ არის, უმარტივესად ჩაჯდება ბარსაში. როგორც არტური გაშინაურდა ორ თამაშში და ხალათით დატასაობს უკვე მოედანზე, ეგრე იქნება ეგეც. ახალგაზრდაა თან და დიდი ხნით მოგვიგვარებს დიდ პრობლემას, თან ბუსკეცისგან ძალიან ბევრს ისწავლის.
შეიძლება ასეთი ცენტრი გვყავდეს მომდევნო სეზონში: ბუსი, არტური, არტურო, რაკიტიჩი, ალენია, რაბიო, ფრენკი + სერხირო
პერებორია 7 ნახევარმცველი, ალბათ წავა მართლა რაკიტიჩი. პუჩსაც ამოწევენ მომდევნო წელს 100% ვარ დარწმუნებული. ისეთი ტალანტია ეგ ვერ დააბამენ მეორე გუნდში, შეუძლებელია ეგ მოხდეს. ჩვენი პატარა ინიესტა
პუჩიესტა
მაქსი გომესი იქნება ალბათ ფორვარდი. რასაც გადავხედე არის აქა-იქ ხმები და დიდი ალბათობით მოიყვანენ. კაი შეთესლილი ვინმე ჩანს, 22 წლისაა, ურუგვაელია. იმედია სუას ღირსეულად შეგვიცვლის. ლუისიტო
მარა ამ დონეზე ლუისიტო ერთ სეზონს მინიმუმ გაქაჩავს. როტაციაში იქნებიან ალბათ, ნაკრებშიც ერთად გააგორებენ და დაგვიკაცებს და დაგვიღვინებს მომავალ ფორვარდს.
VIDEO იკარდი მინდა ძაან მარა არ იყიდიან ესენი, ძაან ძვირი დაჯდება თან.