კოუტინიოს პრობლემა ისაა, რომ ბოლომდე არც ნახევარმცველია და არც თავდამსხმელი.
ანუ ორივე პოზიციისთვის მნიშვნელოვანი თვისებები აკლია.
ზოგადად, თუ გვინდა, რომ გინდა კოუტინიომ და გინდა სხვა ფეხბურთელმა
სრულად გამოავლინოს შესაძლებლობები, ტაქტიკა ისე უნდა ააწყო, რომ ამ ფეხბურთელის მინუსები მაქსიმალურად დაფარული და ნიველირებული იყოს სხვების ხარჯზე.
ხოდა ვინაიდან და რადგანაც ეს ლეო მესის გუნდია, მასზე და მისი მინუსების აღმოფხვრაზეა ტაქტიკა აწყობილი და სხვანაირად რა თქმა უნდა ვერც იქნება.
სხვები ყოველთვის "გაიწირებიან" და მესიდან გამიმდინარე შეასრულებენ თავის ფუნქციებს.
ნეიმარის წასვლის ძირითადი მიზეზიც ეს იყო ზუსტად.
არც ფული და არც ოქროს ბურთი. პირველი არ აკლდა ისეც და მერეს მოგებას მესი შეპირდა. (ეგ ჭორის დონეზეა, მაგრამ მე მჯერა

)
მასზე აწყობილ გუნდში უნდოდა უბრალოდ თამაში.
კოუტუნიოს რაც შეეხება, წინა სეზონის 4-4-2 ტაქტიკაში კარგი იყო. კარგი კი არა ძალიან კარგიც.
ამ სეზონიდან კი ვუნაიდან შარშანდელი სვარკა იყო,
ძალიან ბევრი სხვა ტაქტიკა და ვარიაცია მოსინჯა ვალიკომ.
და აღმოჩნდა რომ მთლად კარგად ვერც ერთ მათგანში გრძნობს ბატონი ფილიპე თავს:დ
ამ მოუხერხებელი ტაქტიკის მიუხედავადაც, შემოდგომის განმავლიბაში არც ისეთი ცუდი იყო, როგორც ზემოთ განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილმა ახალგაზრდებმა აღნიშნეს
მაგრამ არც ისაა ხელწამოსაკრავი გარემოება, რომ საკმაოდ, ასე ვთქვათ სათუთი ფსიქოლოგიის პატრონია ჩვენი კოუ

ხოდა ამ მისთვის მოუხერხებელ ტაქტიკას ძირითადში ადგილის დაკარგვით განოწვეული ფსიქოლოგიური წნეხიც დაემატა
პლიუს უზარმაზარი სატრანსფერო თანხა და იმის შესაბამისი მოთხოვნები და ასე მივედით იქამდე, რომ ახლა სრულიად ჩა*ლევებულია და კარიერის უმძიმესი პერიოდი უდგას:დ
This post has been edited by Nicolas_ on 12 Jan 2019, 17:06