დღემდე რო ლეგენდებით ცხოვრობს ხალხიი, იიიი მაგი ოსებს და სომხებს ყრიდა საქართველოდან
( არადა მართლა გაიქცა ზოგი, მარა რატო და ვინ გამოიყენა ეგაა თემა)
ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის ლოზუნგი „საქართველო ქართველებისათვის“ და ის დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებდა ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.
დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ლოზუნგი „საქართველო ქართველებისათვის“ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, თუმცა, მას არც ერთ განცხადებაში, არც ერთ მიტინგზე მსგავსი ფრაზა არ გამოუყენებია. სინამდვილეში ეს მოწოდება გიორგი ჭანტურიას „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის“ პროგრამულ დოკუმენტში ეწერა. ჭანტურია მაშინ განმარტავდა, რომ „საქართველო ქართველებისათვის“ არ იყო ეთნიკური უმცირესობების საწინააღმდეგო ლოზუნგი. ვითარება ისე შეიცვალა, რომ მან და მისმა მომხრეებმა ეს ლოზუნგი გამსახურდიას „გადაულოცეს“ და იგი სხვა ეთნოსების მტრად მონათლეს. 1990 წლის ივლისში, პრაღაში ჩატარებულ დისიდენტთა და უფლებათა დამცველთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს „რეზოლუცია #24 საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების შესახებ“. მასში ჩაიწერა: „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში გამოიყო ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც დგას ეროვნული შეუწყნარებლობის, ანტიდემოკრატიზმისა და ეთნოსთა შორის არსებული პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის პოზიციაზე. გამსახურდიას ალიანსის ქმედებები ეწინააღმდეგება ჰელსინკის შეხვედრის შემაჯამებელ აქტში ფორმულირებულ საერთაშორისო ნორმებს ადამიანის უფლებათა შესახებ“. ეს ინფორმაცია კონფერენციას გამსახურდიას მოწინააღმდეგე ქართველმა დისიდენტებმა (გ. ჭანტურია, ი. სარიშვილი, ძმები გუდავები) მიაწოდეს.
„ქართველი დემოკრატების“ ასეთმა საქმიანობამ, თვრამეტი წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უფრო დიდი აბსურდი ათქმევინა: „1991 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ ლოზუნგით „საქართველო ქართველებისათვის“ ბრძანა სოხუმისა და ცხინვალის შტურმი. ათასობით დაღუპული, ათი ათასობით დევნილი, განადგურებული სოფლები - აი, ამ ყველაფრის შედეგი“ - ამ ციტატის სერიოზულად აღქმა წარმოუდგენელია; რუსეთის პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ გამსახურდიას მმართველობის პერიოდში სოხუმზე და ცხინვალზე არანაირი შტურმი არ განხორციელებულა, უბრალოდ ხომ უნდა გაემართლებინა „ქართველების მიერ ჩაგრული“ აფხაზების და ოსების „დაცვა“?!
სახალხო ფრონტის ყრილობაზე ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: „საქართველო არის ქართველების ქვეყანა, ეს აქსიომა უნდა იყოს წარმოდგენილი და არეკლილი ამ პროგრამაში და კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ერის ინტერესებს და ამავე დროს ყველა პიროვნების ინტერესებს რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის“. გამსახურდიას საქმიანობა მიმართული იყო ქართველი ერის უფლებების დაცვისაკენ, მაგრამ ეს არ გულისხმობდა სხვა ეთნიკური ელემენტების ჩაგვრას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არცერთ ეთნიკურ ჯგუფს ზეწოლა და დევნა არ განუცდია, პირიქით, რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო ყველამ, ვინც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ისევ პარადოქსთან გვაქვს საქმე -ერთი და იგივე ხალხი გამსახურდიას ეთნიკური უმცირესობების დევნაში ადანაშაულებს და ამავე დროს აფხაზეთის მიმართ „აპართეიდული“ კანონის მიღებას აბრალებს. ამ კანონის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იყო 65 დეპუტატი: 28 აფხაზი, 26 - ქართველი, 11 - სხვა ეროვნების წარმომადგენელი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა აფხაზი, მისი პირველი მოადგილე - ქართველი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეც ქართველი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ვერცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტლება ვერ მიიღებდნენ აფხაზებისა და ქართველების კონსესუსის გარეშე. ამ ნაბიჯმა აფხაზი სეპარატისტების გამოსვლები ჩააქრო და გამსხურდიას მმართველობის პერიოდში (1992 წლის 6 იანვრამდე) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.
გამოდის, რომ გამსახურდია უმცირესობებს სდევნიდა და ამავდროულად მათ უფლებებს მნიშვნელოვნად ზრდიდა?!
პ.ს აქვე ლინკი
https://www.radiotavisupleba.ge/a/tavisupal...X3QBhfQcdxzC_BI * * *
ჭანტურიების, ყლიშვილა სარიშვილების, და ამბიციური დედა#####ულების
კაგებესთან შეკრული ხალხის ბრალი იყო ის, რაც მოხდა
და ჩვენი იმ დროს ჩამოუყალიბებელი და 70 წელი ბნელში მყოფი ხალხის
იმენა ხო დაიშალა სუსურუკუ და , ეს ჩვენი დონის ### ქვეყნები ეგრევე, 2 წელში შეაძვრინა რუსეთმა ესენგეში
და დასავლეთმაც და ამერიკამაც დახუჭეს თვალი )) დაჟე სისხლიანი რევილუცია გააპრავეს
მერე მიდი და გჯეროდეს რომელიმე ქვეყნის პრინციპების ან სამართლიანობის
დედას ######, დაგვდგომოდნენ გვერდით და ეხლა 15 წლით წინ ვიქნებოდით მინიმუმ