ქრისტეანობაა ყველაზე მშვიდობიანი რელიგია..
ამდენ ცოდნას რომ ამჟღავნებთ ისიც თქვით რას ქადაგებს მართლმადიდებლობა..
მარტო ზედაპირულად ესე საუბარი არ შეიძლება..
რა იქადაგა მაცხოვარმა ახალ აღთქმაში?
რატომ არ მიიღეს ებრაელებმა იესო ქრისტე?
ქრისტემ სიყვარული იქადაგა!!! "დალოცეთ თქვენი მაწყევარნი", გიყვარდეთ ერთმანეთი, მიუტევეთ და მოგეტევებათ, ყველაზე მთავარი
მაცხოვარმა სასუფეველი იქადაგა...
აი ზუსტად მანდ ასცდა ებრაელი ერი და იმიტომაც არ მიიღეს, რატომ?
ებრაელების ისტორია სავსეა გადასახლებებით და ჩაგრულობით... ხან ეგვიფტის ტყვეობა, ხან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ დაპყრობა და წარტყვევნა
ებრაელი ერი ელოდა ქრისტეში მესიას, და ელოდა ისიც წარჩინებულ ოჯახში და არა ბაგაში, რომელიც შემდგომ მეფე გახდებოდა და ისრაელს დამპყრობელ მტერთან გაამარჯვებინებდა და იქნებოდა ზე სახელმწიფო მსოფლიოში...
მაცხოვრის ქადაგება სრულიად ერისათვის აღმოჩნდა მოულოდნელი, აქ იყო მთავარი არსი, სიყვარული, თავმდაბლობა და სასუფეველი, ანუ მარადიული ცხოვრება სამოთხეში, ებრაელები კი მიწიერ წარმავალ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ ებატონათ, ზუსტადაც მოხდა შემდგომ ის რაც მოხდა ახალი წელთაღრიცხვის 70 წელს იმპერატორ ვესპასიანეს დროს ბარ კოხბას აჯანყების დროს რომმა ძვლებამდე გააშიშვლა იერუსალიმი, "ცრუ მესია" ბარ კოხბა სიკვდილით დასაჯეს და ამ გამოსვლას 580 000 ებრაელი შეეწირა, ეს იყო კიდევ ერთი სასჯელი ამ ერისათვის სამწუხაროდ.. სახარებაშიც წერია მაცხოვარი წამებამდე იერუსალიმს მისტირის, მისტირის მის კედლებს, მის ხალხს, მის ამაოებას და ხალხის ურწმუნოებას..
თუ ვინმეს ქრისტეანობაზე ბევრი კითხვაა აქვს და პასუხებით არ კმაყოფილდება, შეუძლია მამა თეოდორე გიგნაძეს ქადაგებას უსმინოს, ან პირადად შეხვდეს და ისაუბრონ ხანგრძლივად...
პ. ს. იმედია ჩემი მოკრძალებული აზრის გამო არ ჩამქოლავთ