ვაიმე

ის 50 კილო აბჯარი ჰქონდათ სულ რამდენიმე ასეულ კაცს მთელ ქვეყანაში (საფრანგეთისხელაში დაჟე), რადგან მძიმე კავალერია ყველაზე ელიტარული ქვედანაყოფი იყო და მაგდენი აღჭურვილობის შოვნა და შენახვა + მეაბჯრეების, მეჯინიბეების და სხვების გამოკვება მხოლოდ მდიდარ თავადაზნაურობას შეეძლო
იმენა არაა ძნელი ამის ნახვა, დაგუგლე და ნახავ
და უაზრობა რომ იყო მაგდენის ტარება და მაგდენი ტვირთის ქნევა და კაკრას რომ ვერავინ ვერ მოიქნევდა მაგ ჯართში ჩამჯდარი ხმალს წესიერად, მაგის გამო წააგეს ფრანგებმა აზენკური მშვიდებით შეიარაღებულ რამდენიმე ასეულ დაღლილ ინგლისელ იომენთან, რის მერეც მძიმე კავალერიას აღარც მიუღია სერიოზულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა (ერთხელ მიიღეს, ესპანელებმა შეუტიეს აჯანყებულ ფლანდრიელებს და იქაც მარტივად გაიმარჯვა ფლანდრიულმა მსუბუქმა ინფანტერიამ. ბრძოლის სახელი არ მახსოვს, მარა გიპოვი თუ არ გჯერა)
ეგეც არაა ძნელი დასაგუგლი ;დ
ძაან მარტივად რა, მაგ აბჯარში ვინც იყო ჩამჯდარი, ძირითადად ან მეთაურობა იყო და დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა, ან მართლა დიდი მეომარი, რომელიც არანორმალური ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა. ეგეთი ათლეტი freak-ები ეხლაც არიან და მერეც იქნებიან, მაგრამ იმის თქმა, რომ მაგ აბჯრების გამო ადრე უფრო ძლიერი ხალხი იყოო, ბულშითია ჩვეულებრივი
და ვინმეს თუ ჰგონია, რომ აქ ქართველებს და წინაპრებს ვაგინებთ და ვახტანგ გორგასალი ან დავით სოსლანი ###ები გვგონია, სერიოზული პრობლემა ჰქონია ლოგიკურ აზროვნებასთან
უბრალოდ იმას ვამბობთ, რომ ისტორია არის გაზვიადებული, თან საშინლად
ერთი კაცი რომ მომკვდარიყო ყლჯალალედინის იმ გამოცდის დროს, ეგეც საკმარისი გმირობა იქნებოდა ჩემთვის, უბრალოდ 100 000-ზე აქცენტის გაკეთება არის სისულელე
ანალოგიურად, დიდგორის ომის ციფრები შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიებში. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა 300 000 კაცს ვებრძოდით (რაც აბსოლუტურად შეუძლებელია სამწუხაროდ) თუ 80 000-ს. მთავარი მაგ ომიდან და საერთოდაც ისტორიიდან, არის ნარატივი (ამ შემთხვევაში - თავგანწირვა სამშობლოს, ან სხვა რაიმე მაღალი იდეალისადმი) და არა ის, კონკრეტულად ნიანია ბაკურიანმა 20 კაცი აკუწა თუ ორი ათასი.