ჯულსი
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 17797
წევრი No.: 210048
რეგისტრ.: 11-November 15
|
#53980345 · 25 Dec 2018, 15:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ვენგერ - აღარ პოსტავს?
რავი, წასაკითხი პოსტია, ადრე ვილამ დაწერა, და ერთი ერთში თუ არა, იმ შეცდომებზეა საუბარი რაც 2008 ში დაუშვა მიშამ ან და სხვამ ვინც იყო
პოპულისტური და მყვირალა ნიუსების მონა რა
მეორე საქმეა ის, რა შეიცვლებოდა ან თუ შეიცვლებოდა შედეგის მხრივ
პ.ს დიდგორის ომზე კიდე 1 ბრძოლა არ ყოფილა ) ხო ხართ ნამყოფი მაგა დგილას?
ძაან დედა#####ული ადგილია, ძაან.. მე ამიხსნეს რა ხერხი შეიძლებოდა აგმოეყენებინა მარა გონზეც არ ვარ არ მახსოვს
ბევრი კლდე იყო თუ ხევი, საიდანაც მხოლოდ 1 ამოსასვლელი რჩებოდა თუ შეიტყუებდი
ესე ფეის თუ ფეის არ დაჯახებიან თორე შანსი არ გვექნებოდა რაც არ უნდა 300 სპარტელები გვყოლოდა და
წმინდა გიორგის ეომა ჩვენთან ერთად ))
"2008 წელი იყო გადატვირთული მუშაობით. ჰოსპიტლის გამართვა, პირადი შემადგენლობის წვრთნა რამდენიმე მიმართულებით: ჰოსპიტლის გაშლა - მომზადება დაზარალებულთა მისაღებად, გაშლის შემდეგ ყველას თავის ფუნქციონალური ადგილის დაკავება და მოვალეობის შესრულება.
ძნელი იყო ქირურგის გაჩერება დამხარისებელ მოედანზე როცა "დაზარალებული" საოპერაციოშია, ლაბორანტს ანალიზი უნდა აეღო "დაზარალებულის" გადაადგილებისას დამხარისხებელი მოედნიდან საოპერაციომდე, რათა ოპერაციული მკურნალობის დაწყებისას მოეხსენებინა ქირურგებისა და ანესტეზიოლოგ - რეანიმატოლოგებისთვის მდგომარება: სისხლის ჯგუფი; რეზუსი; სისხლის კომპონენტების მოცემულობა რათა განსაზღვრულიყო სისხლის გადასხმის საჭიროება. აგრეთვე სხვა უამრავი მომენტი რომელიც სტაციონარულ ჰოსპიტლებში ყურადღების გამახვილებას და მით უმეტეს ავტომატიზმამდე მიყვანას არ საჭიროებს.
მძღოლების წვრთნა, რათა ავტომატურად პოულობდნენ ოპტიმალურ სიჩქარეს. ნელა სიარული შეიძლება ფატალური იყოს: დაზარალებული სისხლისგან დაიცალოს ან მოწინააღმდეგემ მოასწროს დამიზნებით გასროლა. ჩქარა სიარულმა: შეიძლება გამოიყვანოს მანქანა მწყობრიდან, ვინაიდან სადაც ომია იქ გზის საფარზე არავინ ზრუნავს, ხოლო დაზარალებულისთვის ორმოებზე მოხტუნავი მანქანა ტკივილის გაძლიერებას და მდგომარეობის დამძიმებას გამოიწვევს.
ოპერაციის კეთება სიბნელეში შეუძლებელია, მაგრამ გაკაშკაშებული ჰოსპიტალი არ უნდა გახდეს მოწინააღმდეგისთვის ორიენტირი.
ვინც საველე ჰოსპიტალში იყო 2001 წლიდან და გაიარა საველე წვრთნა "კახეთი 2002" იმათთვის ეს გამეორება - გახსენება, ცოდნის განმტკიცება იყო. უმეტესობა იყო ახალ მოსული.
გამოვიძახე სამედიცინო სარეზერვო ბატალიონი. რათა მათაც შეეძინათ საველე ჰოსპიტალში მუშაობის ცოდნა.
დასაგეგმი იყო სამედიცინო ევაკუაციის გზა: გალი - თბილისი. გაირკვა, რომ იმ მომენტისთვის საომარ ვითარებაში დაზარალებულთათვის სტაციონარული მკურნალობისთვის საავადმყოფოები დასავლეთ საქართველოსი იყო სამ ქალაქში ზუგდიდში (ერთი საავადმოფო), ბათუმში (ორი საავადმყოფო), ქუთაისში მდგომარეობა მარტივდებოდა. მაგრამ ქუთაისამდე ის დაზარალებული ცოცხალი უნდა ჩამომეყვანა. აქ დიდი დახმარება გამიწია ზურაბ უტიაშვილმა.
საზრუნავი იყო, რომ მედ პერსონალს არ დაეკარგა კვალიფიკაცია. ვახტანგ კალოიანის მეცადინეობით მედპერსონალი მივამაგრეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
ვითომ ყველაფერი მზად იყო. მაგრამ ივლისის ბოლოს შეიცვალა შეტევის მიმართულება. აფხაზეთი შეიცვალა შიდა ქართლით.
აქ უნდა შემეცვალა სამედიცინო ევაკუაციის გზა. რაც არ იყო რთული. შესარჩევი იყო საველე ჰოსპიტლის განთავსების ადგილი. მერე საევაკუაციო ჰოსპიტლის ფუნქციას აიღებდა გორის სამხედრო ჰოსპიტალი და მერე თბილისი. ტყვიავი იყო ოპტიმალური ადგილი. ვინაიდან შეტევის მიმართულებებიდან გზები ტყვიავში იკვეთებოდა.
06.08.2008წ 22სთ 35წთ დამირეკა სახმელეტო ჯარების შტაბის უფროსმა მივიღე ბრძანება გამოვცხედებულიყავი ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე. გამომეძახა პირადი შემადგენლობა. მომეზადა ნაწილი საომარ მოქმედებათა ზონაში გასასვლელად და 07.08.2008წ 05სთ-ზე ვყოფილიყავი სამინისტროს მე-5 სართულზე სათათბირო ოთახში.
ნაწილში მისვლა, ხალხის გამოძახება, საველე ჰოსპიტლის "ბორბლებზე დაყენება" ეს ყველაფერი სტანდარტულად, დამუშავებული გეგმით გაკეთდა.
ხოლო თათბირი იყო ძალიან საინტერესო. რაღაცნაირად ტრაგიკომედიის ჟანრში განვითარდა.
ჯერ დიდხან ველოდებოდით დიდ ნაჩალნიკობას. რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტთან, იმ მომენტისთვის უკვე სრულფასოვნად უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია - მოვალეობებში შესული, სათაბიროდ იყო წასული. მოითათბირებდნენ და მოვიდოდნენ. უმაღლეს მთავარსარდალს ხომ უნდა მოხსენდეს, უშუალოდ მოქმედებების წინ, საბძოლო მოქმედებათა გეგმა. ველოდეთ უსაშველოდ დიდხანს. 2 საათი ომის დროს ძალიან დიდი დროა. ბოლოს გაიხსნა კარი და პირველი არა პირველი პირი, უმაღლესი მთავარსარსარდალი არამედ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი შემოვიდა. მას მოყვებოდა შსს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, შსს მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, ბოლოს გაერთიანებული (მაშინ ასე ერქვა) შტაბის უფროსი ზაზა გოგავა. ვინაიდან უმაღლესი მთავარსარდალი არ იმყოფებოდა ადგილზე პირველი უნდა შემოსულიყო გაერთიანებული შტაბის უფროსი. პრეზიდენტის მერე ისაა ყველაზე მთავარი. მინისტრს სამხედრო თანამდებობა, არამც თუ წოდება, სამხედრო თანამდებობა არა აქვს. ის პოლიტიკოსი სამოქალაქო პირია. არის უმაღლესი მთავარსარდალი, სამხედრო თანამდებობაა (პრეზიდენტი), მერე მთავარსარდალი სამხედრო თანამდებობაა (გენერალური თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი), მერე გვარეობათა სარდლები. მინისტრი ამოვარდნილია სქემიდან. ის თანამდებობა სამოქალაქოა. ის სულაც თადარიგის გენერალი, რომ ყოფილიყო მაინც ამოვარდნილია ბრძანებათა გაცემის სქემიდან. ვაჟა-ფშაველა და სტუმარ მასპინძელი არაფერ შუაშია. დასხდნენ. მერე კიდე უფრო საინტერესოა. უცებ გასძახეს დერეფანში - შემოდით. ცოტათი უტრირებულად, რომ ვთქვათ: ეჰეი! ვისაც არ გეზარებათ საბრძოლო მოქმედებათა გეგმის მოსმენა, ყველანი შემოდით
და შემოვიდნენ! შემოლაგდნენ მარა რა შემოლაგდნენ. 100 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ოთახში სამხედროებისთვის ადგილი აღარ დარჩა.
სახმელეთო ჯარების სარდალმა (მამუკა ბალახაძე) დაიწყო მოხსენება. ამ გეგმის დეტალები არაა საინტერესო, მითუმეტეს ეს ყველაფერი უკვე მოხდა. დაინტერესებული ადდამიანი უამრავი ღია წყაროდან შეიძლებს ნახვას. საკვანძო მომენტი იყო, რომ გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალს არ უტევდა. გვერდი უნდა აევლო. ჯავის გავლით უნდა მისული როკის გვირაბთან და ჩაეკეტა.
გვირაბის აფეთქების მსურველები მინდა დავამშვიდო: ეს გვირაბი გათვლილია NATO-ს ქვეყნებთან ომის შემთხვევაში სამრეთ კავკასიის სამხედრო ოლქიში ჯარების გადმოსასროლად. ასე, რომ გათვლილია ბირთვულ დარტყმაზე.
გვირაბის ჩაკეტვის, იქ საჭირო რაოდენობით ჯარის დატოვების შემდეგ, ძირითადი ძალა ბრუნდებოდა, იღებდა სიმაღლეებს ცხინვალის გარშემო და ისევ არ შევდიოდით ცხინვალში. ვიწყებდით დიალოგს. რა დროსაც ავუხსნიდით მათ გამოუვალ მდგომარეობას, შევთავაზებდით დანებებას. ამის მერე ქალაქში უნდა შესულიყო ბრიგადა, რომელსაც შეყვებოდა პოლიციური ძალები. ამ მომენტიდან ძირითადი საქმე გადადიოდა პოლიციაზე, რომელსაც უნდა აღმოეჩინა არაკანონიერი შეიარაღება და ამოეღო ის. თუ გაუწევდნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას მათ საცეცხლე მხარდაჭერას გაუწევდა ცხინვალში დარჩენილი ბრიგადა. დანარჩენი ჯარი გადადიოდა დასავლეთ საქართველოში. ამით უნდა დამთავრებულიყო გეგმის ძირითადი ნაწილის განხილვა, როცა გაისმა ხმა: - ცხინვალს ჩვენ ავიღებთ -ო!!! და ეს ხმა ეკუთვნოდა შალვა ჯანაშვილს (ცნობისთვის სასამართლომ ის ცნო დაზარალებულად 2011წ. 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით). ამან გამოიწვია მცირე შოკი. რამდენიმე სამხედრომ ერთდოულად იკითხა: როგორ, რა ძალებით? - პოლიცია აიღებსო. აქ შოკი დამძიმდა. ჯარს უჭირს ქალაქის აღება და პოლიციას რა წვრთნა აქვს ასეთი გავლილი. - პოლიცია მობილიზებული იქნება მთელი საქართველოდან! (იგულავე) მაშინვე შესთავაზეს ცხინვალში როცა შევა ბრიგადა, ჩვენ, ჯარი გამოვაცხადებთ ხმამაღლა - ცხინვალი აიღო პოლიციამ!!! დაფნის ყველა გვირგვინი მას! (ამას ვუტრირებ) -არა ჩვენ შევალთო. - კაი, ბატონო, შედი! ისევ უნდა გააგრძელოს რუკაზე მოხსენება, როცა კვლავ გაისმა - მაგრამ თქვენი დახმარება დაგვჭირდება-ო ბალახაძემ მაშინვე უპასუხა: თქვენთან ხომ იქნება მეთაურის ამბავში ვიღაცა. ვისთანაც მთელი ინფორმაცია გროვდებაო, მასთან იქნება ჩვენი მეკავშირე. თუ სადმე შეაფერხებს პოლიციას რამე საცეცხლე წერტილი, ეტყვიან მეკავშირეს. ის გადათარგმნის სამხედრო ენაზე. დაუკავშირდება შტაბს. გათვლიან და შესაბამისი საშუალებით, სავარაუდოდ არტილერიით ჩავაქრობთ საცეცხლე წერტილს. კვლავ მიუბრუნდა რუკას. - კარგია! მაგრამ ეს საკმარისი არაა! ბალახაძეს ეტყობა სტუპორი დაემართა. წამიერად ის გაშეშდა დისნეის მულტფილმის გმირივით. - კიდე რაო - ცოცხალი ძალით უნდა დამეხმაროო. აი აქ ყველას დაემართა სტუპორი. გამოერკვნენ და კვლავ ერთხმად ეს რას ნიშნავსო. - ხომ თქვი, მთელლი საქართველოს პოლიცია მიგყავსო. ჩვენ თავისუფალი ჯარი არ გვყავსო. აქ ჩაერთო კეზერაშვილი: რას ქვია ჯარი არ მყავსო. აბა ამდენი ფული სად დამახარჯიეო. ერთი ამბავი ატეხა. შეეცადნენ აეხსნათ მისთვის, რომ სულ 22 ათასი გვყავს ეს ჯარი, დამატებით ეს 18 დღიანი რეზერვი. რომელიც როგორც საბრძოლო ძალა არ განიხილებოდა. (და იყო ამბავი უშვი ქოჩორს) უნდა ავღნიშნო, რომ მერაბიშვილმა გააკეთა ჩართვა - თუ რამე ფუჭდება გავაკეთოთ ისე როგორც სამხედროები ამბობენო. მაგრამ მცდელობა ამ სიტყვების მეშვეობით გადაგვერჩინა საბრძოლო გეგმა ფატალურად დამთავრდა. კეზერაშვილმა აცნობა მერაბიშვილს, რასაც ვეტყვი იმას გააკეთებენო. კეზერშვილი კატეგორიულად ითხოვდა გადაეცათ ჯარი პოლიციისთვის. აღსანიშნავია, რომ ნორმალურ და პარანორმალურ ქვეყნებში პირიქით ხდება: ჯარს მიუმაგრებენ პოლიციას. პოლიციელები ასრულებენ სამხედროების ბრძანებებს. ომია! ავტობუსში ჯიბგირის დაპატიმრების ოპერაცია ხომ არაა. ერთი სიტყვით გადაეცა პოლიციას ცალკეული ჯავსან-სატანკო ბატალიონი, სპეც.დანიშნულების ბრიგადა, ცალკეული მსუბუქი ქვეითი, განათლების სარდლობაში შეაგროვეს ვისი გაყვანაც შეიძლებოდა, კიდევ სახვა და კიდე ვინ. გაგახსენებთ, რომ ცხინვალზე შეტევა არ იგეგმებოდა. ცხინვალისთვის უნდა შემოგვევლო ორი მხრიდან. ყველა იმ ნაწილს რომელიც გადაეცა პოლიციას ცხინვალზე შეტევისთვის, თავისი ამოცანა ჰქონდა. ყველამ უკვე დაამუშავა თავისი ამოცანა და უცებ... ერთი სიტყვით საბრძოლო გეგმა დაიხა და გადაგდებულ იქნა!!! ვაშა ამხანაგებო! ჯარი მიდიოდა ბრძოლაში და გზად უნდა გაეკეთებინა ახალი გეგმა. რამაც თავისთავად გამოიწვია გარკვეული დონის დემორალიზაცია. ფაქტობრივად, ომში საბრძოლო მოქმედებების მართვა ჩაიბარეს არასამხედროებმა. გამარჯვების შანსი მიისწრაფოდა ნულისკენ.
თათბირის ბოლოს მამუკა ბალახაძე მოვიდა ჩემთან და მკითხა: როგორია? იმის გათვალისწინებით რაც ხდებოდა ვუპასუხე: გეგმა კარგი იყო. მაგრამ ძნელია სამი ძალად წაგებული ომის ვეტერანობა. სამი რომელიო? 92წ ცხინვალი, 92-93წწ აფხაზეთ... არ მაცალა - მესამე? პარტიზანები? არა მეთქი. ეს 2008წლის ცხინვალი. კინაღამ ბატინკებიდან ამოხტა. მეუბნებოდნენ წაგების სინდრომიანები ყველა გასაშვებიაო. ამაზე მეც გავბრაზდი და ვუთხარი თქვენ, ჩექმებმა, თქვენი საქმე გააკეთეთ. თორე მე ჩემსას ათიანზე გავაკეთებ. ხუთი დღის მერე ვიდექით რაღაც თათბირის მსგავსი იყო. მომიბრუნდა, ხელი ჩამომარტვა და სამი სიტყვა თქვა: რას იშნავს გამოცდილება."
|