რაის 28 რაის 29, დანიშნულება რაა ველიკასი? ტღე ღრე? მაშინ 24 ან მაქსიმუმ 26.
თუ გზის გინდა სხვა საკითხია. მაშინ კი ბატონო 28/29 კარგია
3 სახის ველიკა ზოგადად:
გზის/სპორტული სწრაფი უნდა იყოს, თხელი საბურავებით და რაც შეიძლება მსუბუქი და დაბალანსებული, მუხრუჭები დისკებზე და არა რეზინებზე- (ნუ ეს ზოგადად ყველანაირისთვის მნიშვნელოვანია). ალუმინი ან კარბონი ან კომპოზიტი მასალა ნაკლები წონისთვის:

მეორე სახეობა ჰიბრიდი, ანუ არც მთლად სამთო, მაგრამ არც მთლად სწრაფი, საშუალო. ანუ ორივესთვის მისაღებია, მაგრამ ექსტრემალურისთვის არა.

და მესამე უკვე მთის/ოფროუდის. წონა მნიშვნელოვანი არაა დიდად, ნუ ტონა არ უნდა იყოს, უფრო მნიშვნელოვანია მასალები რისგანაც დამზადებულია. ალუმინი არაა მისაღები.

დააკვირდი საბურავები პატარა ზომისაა მანევრირებისთვის, სამაგიეროდ უფრო სქელი და გამძლე და დიდი მოჭიდებით. უკანა ამორტიზატორები ძალიან სასარგებლოა, არა აუცილებელი, მაგრამ სასარგებლო, "ფლექსინგს" ამატებს და ფრეიმის გაფუჭების/გატეხვის ალბათობას ამცირებს.
ხარისხი კიდევ ძალიან მარტივი შესამოწმებელია, ამოატრიალე ველიკა და საბურავი დაატრიალე, მცირე გადახრა თუ აქვს არასახარბიელოა, შედუღების წერტილებს დააკვირდი ფრეიმზე/რამაზე. ბანძური შედუღება ხარისზე გეტყვის ერთ ორ სმეშნოი სიტყვას.
პ.ს. წარმატებები.
* * *
ხო კიდე ფრეიმის ზომა არის როგორც წესი სხვადასხვა S/M/L/(XL იშვიათად)
180-ს L ფრეიმი გინდა (ხანდახან ინჩებში აწერია ეგეც, მაგრამ უმრავლესობა ასოებითაა)
This post has been edited by J_J on 4 Dec 2018, 22:22