ოლე გუნარ სოლსკიაერმა შვიდი გასვლითი მატჩიდან შვიდივეში შეძლო გამარჯვების მოპოვება. ინგლისის თასის მეექვსე რაუნდში "წითლებმა" მეტოქე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს. "იუნაიტედს" მატჩის ჩატარება ორი დანაკლისით მოუწია, თუმცა მაინც შეძლეს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. იხილეთ ოლე გუნარ სოლსკიაერის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
ახლა მთლიანად "ლივერპულზე" ვკონცენტრირდებით.
შემდეგი მატჩი "ლივერპულის" წინააღმდეგაა და აუცილებელია, რომ ჩვენ მთელი კონცენტრაცია ამ თამაშისკენ მივმართოთ. ეს რთული მატჩია, პარიზში წასვლაც იმ შეგრძნებით, რომ 2-0 გაქვს მოსაგები რთულია, მაგრამ დღეს ეს შევძელით და ორი ბურთის გატანა მოვახერხეთ, ამასთანავე კარიც მშრალად შევინახეთ. ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტიტულით დამთავრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ინგლისის თასი ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. გვსურს, რომ სეზონი ტიტულით დავამთავროთ. ვნახოთ, თუ რა მოხდება.
დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ.
"ჩელსი" ძალიან კარგი გუნდია. მათ თავისი სათამაშო სტილი აქვთ, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია, ვფიქრობ, რომ დაცვაში ხუანმა ფანტასტიკურად ითამაშა. დაცვის მხრივ სრულყოფილები ვიყავით. შესაძლოა, რომ ბურთი მეტად უნდა გვეკონტროლებინა და შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ჩვენ ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და თანაც არცერთი არ გავუშვით, რაც ძალიან, ძალიან კარგია."
ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ.
"თამაში ფანტასტიკური იყო, ტაქტიკამ გაამართლა. ჩვენ დღეს ანდერის, პოლისა და ნემანიასგან რომელუსა და რეშფორდთან ერთად საჯარიმოში ხშირად შესვლა მოვთხოვეთ. ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ, მეორე ტაიმში კი დაცვა იყო იდეალური. კრის სმოლინგი ორი თვე ტრავმირებული იმყოფებოდა, მას შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ბრწყინვალე იყო."
ჩემი რეაქცია ინგლისის თასზე.
"ისევ გასვლაზე გვიწევს თამაში. ჯერ "არსენალთან", მერე "ჩელსისთან". იმედი გვქონდა, რომ მეექვსე ტურში მაინც შევძლებდით სახლში მატჩის ჩატარებას. გასვლითი მატჩი "ვულვზთან" მარტივი ჩასატარებელი არ არის. ძალიან, ძალიან რთული მატჩი გველის

ოლე შენ იყო სტივიჯი თუარ ამოდო ლუზერებს
This post has been edited by Vanpersie18 on 20 Feb 2019, 13:30
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)