იუნაიტედის" გულშემატკივრები. ისინი, უბრალოდ გასაოცარნი იყვნენ. არ ვამბობ იმიტომ, რომ მათ წინ მითამაშია, ან მათი გუნდისთვის მითამაშია. სხვა კლუბშიც ვყოფილვარ, მაგრამ ეს შეგრძნება არსად არ დამუფლებია. მე არ ვაფერისტობ, მაგრამ ისინი უბრალოდ ბრწყინვალენი იყვნენ. მახსოვს ჩემი პირველი თამაში პრემიერ ლიგაში, გავიტანე და გულშემატკივრები ჩემთვის ზუსტად 45 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად მღეროდნენ. 20 წუთის შემდეგ ჩემთვის ვფიქრობდი: ბიჭებო, გთხოვთ, მე არ ვარ ამ დონის, არ ვიმსახურებ. დამელოდეთ, რომ ჩემს ფორმას დავუბრუნდე და მერე ვნახოთ!
შინაგანად ყველაფერმა შემძრა, ვიდექი და ვფიქრობდი: ჯანდაბა! ეს ფანტასტიკურია!
ისინი ყველაფერს აფასებდნენ, რასაც ვაკეთებდი და ძალიან მადლიერებიც იყვნენ. ეს საუკეთესო საჩუქარია ფეხბურთელისთის. როცა რამეს აკეთებ, წვალობ, შრომობ და გულშემატკივრები ამას გიფასებენ.. არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე საოცარი შეგრძნება. ისინი ყველაფერში მონაწილეობას იღებენ, თუ რამე მოუგია "იუნაიტედს", ამ გამარჯვებების 50% წვლილი მათშია, მათ ეკუთნით. წარმოიდგინეთ, ცარიელ სტადიონზე რომ გვეთამაშა, არც ვითამაშებდით. "ოლდ ტრაფორდი" ყოველთვის სავსე იყო. ყოველთვის. ყველა თამაშში საოცარ მხარდაჭერას ვგრძობდით, ეს დაუჯერებელია, მაგრამ მენდეთ, ეს ყველაფერი თავად გამოვცადე.
მაგრამ როდესაც ასეთ გულშემატკივრობას გრძნობ, მათთან ვალში ხარ. აი, სწორედ ეს მაძლევდა მოტივაციას, მთელი სეზონი, მათთვის მინდოდა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა და არა მხოლოდ ტიტულების მოსაგებად.
მახსოვს, როგორ შევაბიჯე "უემბლიზე" ლიგის თასის ფინალში და ყველგან მხოლოდ "იუნაიტედის" მაისურები იყო და ეს საოცარი ხმაური!
როგორც გითხარით, ეს შინაგანად გაგიჟებს, გამოძრავებს, გაიძულებს, რომ ითამაშო.
სწორედ ამის დამსახურებით იმ დღეს ორი გოლი გავიტანე და ტიტულიც მოვიგეთ.
როგორც გითხარით, ეს მათი წყალობით მოხდა.

კაცი რომელსაც დზალიან უყვარს იუნაიტედი
ლეგენდა
This post has been edited by Vanpersie18 on 21 Feb 2019, 22:10
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)