ჩემ მოკრძალებულ აზრსაც დავწერ
ისეთი გამართული სისტემა როგორიც პეპის ბარსა იყო არ მახსენდება
რობოტებივით იყვნენ
ყველა მოძრაობა პასი ავტოამტიზაციამდე იყო აყვანილი
კი არ ჰქონდა გეგმა ბ თუ ვინმე ამოკეტავდა და თამაში არ წაუვიდოდათ ენძრეოდა მაგრამ მთელი მუღამიც ზუსტად ამაშია
იმდენად ძლიერი იყო სისტემა რო არ იყო საჭიროება ბ და ჭ გეგმების. მოწინააღმდეგეს უნდა ემტვრია თავი იმაზე თუ რა დაეპირისპირებინა ბარსასთვის.
მოწინააღმდეგეს უნდა აეწყო თამაში ბარსას გარშემო. ამ დროს ბარსა ყოველთვის თავისას თამაშობდა და სრულყოფას ცდილობდა
რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდეც ბარსას შეჩერება მაგრამ ეს არაფრით არ აკნინებს პეპის ბარსას. უბრალოდ ამ ქვეყანაზე სრულყოფილი და დაუმარცხებელი არაფერია
არა დაფიქრდით. იდეაში ყველამ იცის რას თამაშობ ყველას შეუძლია საწინააღმდეგო დაგიპირისპიროს და დაგამარცხოს მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ამის გაკეთება იმდენად მაგარი ხარ

ზიზუს რეალი რავი იმენა საპირისპიროა
დიდად გამორჩეულები არაფერში ყოფილან მარა რაღაცა დოზით ყველაფერი შეეძლოთ.
ძალიან მოქნილი გუნდი იყო. ამას დამატებული თამაშს მაგრად გრძნობდა ზიზუ და შეეძლო რადიკალურად შეეცვალა ყველაფერი თამაშის მიმდინარეობისას + ძლიერი მოტივატორი იყო
თვითონ რეალსაც არანორმალური დუხი ჰქონდა
სულ რო 3-0 ყოფილიყო რეალის საწინააღმდეგოდ პირველ ტაიმი იცოდი რო მეორეში გამოვიდოდა რეალი და ოთხს გაიტანდა
ნუ მინუსები ზიზუს რეალსაც ჰქონდა. თუნდაც ის რომ ძნელია ყველა თამაში იგივე მოტივაციით ითამაშო და ყველა გუნდს იდეალურად მოარგო თამაში
ამ ორი გუნდის სისუსტეებიდან გამომდინარე ბარსა შიდა ჩემპიონატში იყო უფრო წარმატებული რეალი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემთვის ორივე ერთ დონეზე დგას. დალშე უკვე გემოვნების თემაა ვის რომელი ურჩევნია
ხმას კლოპის ლივერპულს მივცემ
იქნებ გამოკითხვა მაინც მოიგონ
Victorious warriors win first and then go to war, while defeated warriors go to war first and then seek to win
I am one with the Force. The Force is with me