მაგას სქესის გაგების გარეშეც მშვებივრად იზამ.
"სახელმწიფომ ეს რატო უნდა დამირეგულიროს და ის რატო უნდა დანირეგულიროს" - არის საბავშვო ბაღის დონის არგუმენტი.
ქუჩის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას გირეგულირებს და ხმას არ იღებ მაგაზე.
რა სოც.-ეკონომიკის მოწყობისაც არ უნდა იყოს ქვეყანა, მაინც მილიონი რამის რეგულაცია გაქვს კანონების სახით.
"ყველя რეგულაცია ცუდია" - ისეთივე დეგენერატიზმი გამოთქმაა, როგორც "ყველა რეგულაცია კარგია".
თითოეული რეგულაცია ინდივიდუალურად უნდა განიხილო, ქოსთ და ბენეფიტ უნდა დათვალო და ისე გადაწყვიტო, სწორია, თუ არა მაგის მიღება. და არა ეს ზოგადად "რიგილიციები ციდიიააა".
აბსოლუტურად ყველა, გამონაკლისის გარეშე, განვითარებული ქვეყანა სხვა და სხვა რეგულაციების თანხლებით მდიდრდებოდა. ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად. მაგრამ გირჩის ეკონომიკური ხედვები რაც არის, მაგითი არ გამდიდრებულა არცერთი ქვეყანა დედამიწაზე. მარსზე არ ვიცი.
ყველაზე სასაცილო რაცაა, ქართველი ლიბერტარიანელების გურუები, ხელისუფლებაში ყოფნისას, რო დააფრიალებდნენ სანიმუშო ქვეყანას და სწორება ქონდათ იმისკენ, ეგეთი უნდა გავხდეთო, იმ ქვეყანას რა რეგულაციებიც ქონდა მთელი იმ უცაბედი გამდიდრების პერიოდში, ეგენი აქ რო მოითხოვო, მემარცხენე კი არა, კომუნისტის იარლიყს დაგაწეპებენ ზედ შუბლზე

"საქართველოში ლევაკური პოლიტიკა ტარდებ(ოდ)ა" - აი ეს ფრაზა არის თვალებში სახანძრო შლანგით ნაცრიანი წყლის შესხმა. უნამუსობ8ს მწვერვალი და უკადრებელის კადრება. ძაან სულელი უნდა ეგონო ადამიანს, ეგეთი ###ობის შემოტენვას, რო ცდილობდეს.
ნუ ერთი ახსნა ისაა, რომ თვითონვე, საბაზო დონეზეც ვერ ერკვეოდეს, რა არის მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკა. რაც არა უშავს. არავინაა ვალდებული ყველაფერი იცოდეს
პ.ს.
This post has been edited by მანგია on 24 Jan 2019, 09:40