ადრეც დამიწერია და გავიმეორებ, რამოსი თუ წითლის გარეშე ამთავრებს კლასიკოს, ე.ი მსაჯებმა მოჯვეს...
ამ თამაშშიც რა თქმა უნდა ასე იყო და არცაა გასაკვირი, ბოლო 15 წელია რაც კი დამცირება გადაუტანიათ, ყველამ მაგის მონაწილეობით ჩაიარა:დ
მესისთან იმ ეპიზოდის მერე, შესვენებაზე გრძელი კომენტარი დავწერე პირადად სერიოჟა რამოსიტოზე,
მაგრამ მივხვდი რომ ვერანაირი გინება ვერ გადმოსცემდა იმ მომენტში ჩემ მისდამი დამოკიდებულებას
და აღარ ავიმყრალე ტყუილად პირი, წავშალე

ხო, ვიდალი არ შეუქია მგონი არავის და რავი რაღაც კურაჟი ქონდა ტიპს დაჭერილი
ეპითეტის მოძებნაც რთულია, რა უქნა იმ ორ საწყალ ბოვშს:დ
მართლა ღამე დაესაზმრებოდათ იროკეზიანი, შეშლილთვალებიანი მანიაკი

ასევე ცენტრალურ მცველებს გამოვარჩევდი, მთლიანობაში ჩაატარეს უბრალოდ ჰაი კლასის შეხვედრა, გამოიტანეს და დაბლოკეს ყველაფერი რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა:დ
ვფიქრობ ეს სეზონი პიკე-ლენგლემ უნდა დაამთავრონ, როგორც ძირითადმა დუეტმა.
აშკარად შეთამაშდნენ. უმტიტი როტაციაში.
ახალი სეზონიდან ვნახოთ უკვე, იბრძოლონ:დ
აქვე მინდა ფანების ძირითადი მასისთვის პერსონა ნონ გრანტად გამოცხადებული ბატონი ერნესტო ვალვერდესთვის არ დავიშურო საქებარი სიტყვები.
ცხადი იყო რომ მადრიდი თავის მარცხენა ფლანგზე გააკეთებდა ფსონს, მე გამოგიტყდებით და მეგონა, რომ ვერ დაუპირისპირებდა ვალვერდე ამას ვერაფერს.
შედეგად არათუ გაანეიტრალეს ეს ფლანგი, გამარჯვების გოლის ორგანიზება/გატანაც მანდედან მოხდა:დ
ეს თუ მწვრთნელის ხელი არაა და რა არის აბა?

პ.ს არტურთან ერთად სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ
This post has been edited by Nicolas_ on 3 Mar 2019, 10:50