ბრაზილიელი ვინგერის ბრწყინვალე პროგრესი შემთხვევითობა არ არის. მისი დიდებული უნარ-ჩვევების და განვითარების უკან მრავალსაათიანი სამუშაო დგას...
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ვინისიუსი ერთ-ერთი პირველია, ვინც "ვალდებებასის" ბაზაზე მიდის, რათა იმ გეგმის შესრულება გააგრძელოს, რაც ფიზ-მომზადების გაუმჯობესებას და კუნთის მასის გაზრდას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი პირველი გუნდის ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ კეთდება, რადგან მაქსიმუმის მიღწევის სურვილმა შესაძლოა ზედმეტი დატვირთვები გამოიწვიოს და ეს სეზონის ამ ეტაპზე არაპროდუქტიული იქნება. ამიტომ, ბრაზილიელი ვინგერი ტრენაჟორების დარბაზში და აუზში ვარჯიშობს, რაც ტრავმის მიღების რისკს ამცირებს.
გარდა ამისა, როცა სხვა თანაგუნდელები ვარჯიშის დასრულებისთანავე გასახდელში ბრუნდებიან, ვინისიუსი ვარჯიშების შემდეგაც მინდორზე რჩება და დამატებით მუშაობს. ბრაზილიელი კარში დარტყმებზე ბევრს ვარჯიშობს. ეს მისი ერთ-ერთი სუსტი მხარეა. ეს "რეალში" ჩატარებული პირველი მატჩების დროსაც გამოჩნდა, როცა მისი ბევრი დარტყმა წარუმატებელი გამოდგა. უფრო მეტიც, ვინისიუსმა "ვალიადოლიდთან" და "ალ-აინთან" მატჩებში გოლის გატანა რიკოშეტის შემდეგ შეძლო. ამიტომ, ის ამ ასპექტის გასაუმჯობესებლად ძალ-ღონეს არ იშურებს.
ვინისიუსის დამატებითი მუშაობა მხოლოდ "ვალდებებასის" ბაზით არ შემოიფარგლება. ბრაზილიელი საწვრთნელი ბაზის გარეთ თავის უხილავ ვარჯიშებს აგრძელებს და ლა ლიგის თითქმის ყველა თამაშს ყურადღებით აკვირდება. მას სურს მეტოქე გუნდის დაცვის ხაზის ძლიერი და სუსტი მხარეები გამოიკვლიოს.
ვინისიუსი გულშემატკივრებისგან ნელ-ნელა სიყვარულს და პატივისცემას იღებს. ის კაზემიროს და მარსელოს თითოეულ რჩევას ყურადღებით ისმენს და ითვალისწინებს. ბრაზილიელი "რეალზე" შეყვარებულია და იმედი აქვს, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ვინი
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu