გარეტ ბეილი მადრიდის "რეალში" თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა...
უელსელმა ლა ლიგის 25-ე ტურში "ლევანტეს" (1:2) კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა და ლუკას ვასკესს თავი აარიდა.
მას სათადარიგო ფეხბურთელის როლი არ აკმაყოფილებს. ბეილი მიიჩნევს, რომ ის სტატუსით და თამაშის დონით სხვა ვინგერებს აღემატება, მაგრამ სასტარტოში ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი თამაშობენ. ამასთან ერთად, გარეტმა ბოლო მატჩებში სამი გოლი გაიტანა.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ბეილი თანაგუნდელებითაც უკმაყოფილოა. საუბარია ტიბო კურტუასა და მარსელოზე, რომლებმაც ბოლოდროინდელ ინტერვიუებში მასზე ისაუბრეს.
კურტუამ განაცხადა, რომ ბეილს გუნდში გოლფის მოთამაშეს ეძახიან და თანაგუნდელებთან არ ურთიერთობს, ხოლო მარსელომ თქვა, რომ უელსელს ესპანური ენა ისევ არ უსწავლია და პარტნიორებს ჟესტებით ეკონტაქტება.
გარეტს ესპანური პრესისგან კრიტიკაც აწუხებს. "ლევანტესთან" მატჩის შემდეგ ბეილს ლუკა მოდრიჩი - მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი ამშვიდებდა.
სანტიაგო სოლარი არსებული მდგომარეობით შეწუხებულია. ბეილს იმედი აქვს, რომ არგენტინელი სპეციალისტი მას მომდევნო სამ მატჩში (ორი შეხვედრა "ბარსელონასთან" და ერთი "აიაქსთან") სასტარტოში გაამწესებს.
მოკლედ, ყველა წინაპირობაა, რომ გუნდიდან გააჯმევინონ და გააჯვას
არ გვჭირდება ასეთი ### გუნდში
სულ მაგის გამო ფუჭდება ატმოსფერო
რა პრეტენზიები აქვს ვერ გამიგია
რამდენჯერაც ათამაშა სოლარიმ, უმეტესად ჩაისვარა
დაცვას არ ეხმარება, ფლანგზე სირბილიც ეზარება
ერთი-ორჯერ გაუვარდება გოლი და თურმე სულ სასტარტოში უნდა იყოს
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu