ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სიტყვით გამოვიდა...
"შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც მრავალწლიანი გამარჯვებების შემდეგ ველოდით".
"ახალი სახელოვანი ეპოქის ძიებაში მუშაობა უნდა დავიწყოთ და ჩვენი მაქსიმალური დონე აღვადგინოთ. ამიტომ, ზინედინ ზიდანს მივესალმებით".
"როცა ხუთი დღის წინ მას შინ დაბრუნება შევთავაზეთ, მან თავისი ერთგულება გვიჩვენა".
"
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი "რეალში" დაბრუნდა და ყველა გულშემატკივარი ამაყობს, რომ ზიდანი ჩვენთან ერთადაა. ის კლუბის სიდიადეს წარმოადგენს".