გარეტ ბეილის აგენტმა ჯონატან ბარნეტმა თავისი კლიენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
"მას კარიერის ბოლომდე "რეალში" დარჩენა სურს და თუ ასე არ მოხდება, მაშინ მოლაპარაკებებს გავმართავთ. გარეტი მისტერ ზიდანს დაელაპარაკება და გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ".
"ზიდანთან კონფლიქტი? ბეილს ერთი გზით თამაში სურდა, ზიდანს სხვა ხედვები ჰქონდა. პრობლემა ამაში იყო და ვითარება ყოველდღე უფრო რთულდებოდა. თუ გარეტს თავისი ფეხბურთის თამაშის საშუალებას მისცემ და ზედიზედ რამდენიმე მატჩის განმავლობაში არ შეცვლი, ის კრიშტიანუ რონალდუს დონეზე თამაშს შეძლებს. მას დიდი ნიჭი აქვს".
"გარეტი ძალიან ძლიერია. მას ძლიერი ნებისყოფა აქვს. ის პრესაში გავრცელებულ ჭორებზე არ ღელავს და არც გულშემატკივრების უკმაყოფილებაზე დარდობს. ის ვერ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში".
"გადახედეთ მის სტატისტიკას, რამდენი მოიგო და როგორ თამაშობდა. წლების შემდეგ იმ ადამიანების შვილები, რომლებიც მას უსტვენენ, ბეილის მიერ გატანილ გოლებს ნახავენ და იტყვიან: "რა შესანიშნავი ფეხბურთელია!".
"ცუდი ურთიერთობა თანაგუნდელებთან? ბეილი ძალიან მშვიდი ადამიანია. გაზეთებში მის შესახებ სხვადასხვა საშინელ ჭორს ავრცელებდნენ და ეს სირცხვილია".
"მას ფორმაში ყოფნა მოსწონს. გარეტს რეჟიმი აქვს, რომელსაც გულმოდგინედ იცავს. ის დიდი პროფესიონალია. ბეილი ყველასთან მეგობრულია. მას უქმეებზე გოლფის თამაში უყვარს. ეს დანაშაული არ არის".
"თუ გუნდიდან რომელიმე მათგანს თამაში სურს, ის თავისუფალია. მას ყველაფერი რიგზე აქვს, მადრიდში ცხოვრება მოსწონს და გახარებულია. პრესის მხრიდან უსამართლობას აქვს ადგილი. გარწმუნებთ, გარეტი თავის შესახებ დაწერილს არ კითხულობს. პრესა შეცდომებს უშვებს და გულშემატკივრებს აღიზიანებს".
"ბრიტანული პრესით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, ვინც საზღვარგარეთ გადაბარგდა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ბრიტანეთში გამოჩნდა და ყველაზე დაუჯერებელი ისაა, რომ გარეტს ბრიტანული გაზეთები მკაცრად აკრიტიკებენ".
"რონალდუს პორტუგალიაში არასდროს გააკრიტიკებდნენ, მესის არგენტინაში, ნეიმარს ბრაზილიაში" - განაცხადა ბარნეტმა.
ეს მაგრად გვაბოლებს