ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "რეალისა" და ამსტერდამის "აიაქსის" საპასუხო მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის...
ბრიხი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე "რეალის" მონაწილეობთ მეცხრე შეხვედრას განსჯის. მან ბოლოს გასულ სეზონში "პსჟ"-სა და "რეალის" განმეორებით მატჩში იმსაჯა, რომელიც მადრიდელებმა პარიზში 2:1 მოიგეს.
გერმანელმა არბიტრმა "რეალის" მონაწილეობით პირველი მატჩი 2009/10 წლების სეზონში განსაჯა, როცა მადრიდული გრანდი ჯგუფურ ეტაპზე "სან-სიროზე" გამართულ შეხვედრაში "მილანს" (1:1) დაუზავდა.
2010/11: "რეალი" - "ტოტენჰემი" 4:0 (მეოთხედფინალი)
2011/12: "რეალი" - "აპოელი" 3:0 (ჯგუფური ეტაპი)
2012/13: "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:1 (მერვედფინალი)
2013/14: "კოპენჰაგენი" - "რეალი" 0:2 (ჯგუფური ეტაპი)
2014/15: "რეალი" - "ატლეტიკო" 1:0 (მეოთხედფინალი)
კარდიფის ფინალიფელიქს ბრიხმა კარდიფში 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება განსაჯა, სადაც მადრიდელებმა ტურინელები 4:1 გაანადგურეს.
კარგი სტატისტიკა გვაქვს ბრიხის მსაჯობით
აიაქსსაც დავადუღებთ სამშაბათს