გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭომ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა გადაწყვიტა...
ამ საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ხუნტა დირექტივა" შეიკრიბება და სანტიაგო სოლარის გათავისუფლებას ერთხმად გადაწყვეტს. გუნდს კი ზინედინ ზიდანი დაუბრუნდება, რომელმაც "რეალს" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.
წინა კვირასაც ფლორენტინო პერესის ფავორიტი ზიდანი იყო. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ზიზუს ივნისამდე დაბრუნება არ სურდა.
სოლარიმ უკვე იცის, რომ "რეალში" მისი საათები დათვლილია და დილის ვარჯიშზე ფეხბურთელებს დაემშვიდობა. კლუბი თვლის, რომ არგენტინელის ხელში სიტუაცია უმართავი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა "რეალი" ცხრა თვის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
დღეს საღამოს ის "რეალს" ოფიციალურად დაუბრუნდება, ხოლო ხვალ ან ზეგ გუნდს პირველად ავარჯიშებს.
Marca-ს ინფორმაციით, პირობები, რომელთა შესრულების გამოც ზიდანი "რეალში" დაბრუნებას დათანხმდა:
გუნდზე სრული კონტროლი;
ფეხბურთელთა გაყიდვა, რომლებსაც სამომავლოდ გუნდში ვერ ხედავს;
მარსელო და ისკო არ გაიყიდებიან;
ნეიმარს არ იყიდიან;
ხამესი არ დაბრუნდება;
პერესმა მბაპეს შეძენა უნდა სცადოს.
ზიიიზუუუუ, ზიიიიიზუუუუუუ
The Real Madrid shirt is white. It can stain of mud, sweat and even of blood, but never of shame! © Santiago Bernabeu