მარტო მე არ ვარ პანიკაში და მარტო მე ვფიქრობ რომ სიტი ქულებს დაკარგავს ?
ჯერ კიდევ ბევრი თამაშია სეზონის ბოლომდე და რაეწმუნებული ვარ ჯერ არფერი გადაწყვეტილა
* * *
http://sport.adjara.com/items/2132850 ეს ღლეები ნახე ნიჩია როგორ უხარიათ და დაგვცინია
* * *
იურგენ კლოპის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია!
იურგენ კლოპი კითხვაზე მისცა თუ არა მან რჩევა თავის მოთამაშეებს რომ პანიკას არ აყვნენ?
იურგენ კლოპი:
''არ ვფიქრობ რომ ჩემს მოთამაშეებს ამ რჩევის მიცემა სჭირდებოდეს,მათ ეს უკვე იციან.მისმინეთ ჩვენ არ ვართ პატარა ბიჭები.ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა ის რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვეძლო და ამით ცხრილის სათავეში აღმოვჩნდებოდით.როცა იქ ხარ შენ მზად უნდა იყო იმისთვის,რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ხანდახან შენ წინ გაიჭრები და 20 მატჩის შემდეგ შეიძლება ყველამ თქვას რომ ყველაფერი დასრულდა და შენ გაიმარჯვე.მნიშვნელოვანი ჩვენთვის სიმშვიდის შენარჩუნება იყო პირველი დღიდან.მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ქულით წინ იქნები მეტოქეზე 1-ით თუ 2-ით.მარტის დასაწყისში ეს ვის ანაღვლებს? მთავარი და კარგი ამბავი არის ის რომ ჩვენ კვლავ ომში ვართ და ვიბრძვით.მე უფრო და უფრო ვფიქრობ იმაზე რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ(ტიტულის მოგებისთვის),რადგან ეს კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა იყო ჩვენთვის.აქ ჩამოსვლა ყველა გუნდისთვის კოშმარია და განსაკუთრებით ჩვენთვის.ჩვენ ავიღეთ ქულა და თუ ვინმეს უნდა გაემარჯვა ამ მატჩში ეს მხოლოდ 1 გუნდი იყო და ის გუნდი ჩვენ ვიყავით.ამისთვის საკმარისი მომენტები გქვონდა.ასეთ ველურ და გიჟურ მატჩში ჩვენ გვქონდა საკმარისად კარგი,ძალიან კარგი მომენტები იმისთვის რომ გაგვეტანა თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.არაუშავს ყველაფერი წინაა,ბრძოლას ვაგრძელებთ!''
ელოდება თუ არა იურგენ კლოპი დარჩენილ 9 მატჩში ყველაფრის სასიკეთოდ შემობრუნებას?
იურგენ კლოპი:
''იმედი მაქვს.ჩვენ წინ ბევრი რთული მატჩი გვაქვს.შემდეგ კვირას ბარნლის ვეთამაშებით სახლში რომელიც მარტივი ნამდვილად არ იქნება.როგორ შემიძლია ვიჯდე აქ და ვთქვა რამდენი ქულის აღებას მოვახერხებთ მათ წინააღმდეგ? ეს ჩემი მხრიდან მათი უპატივცემულობა იქნებოდა.ერთადერთი გზა რითიც რაიმეს მოგება შეიძლება არის დარჩე მშვიდი მაგრამ ცოცხალი.კრიტიკული მაგრამ თავდაჯერებული და გჯეროდეს რომ შეგიძლია! მე კი 100%-ით მჯერა.ჩემი შეხედულებები ამ ბიჭებზე უკეთესობისკენ მიდის,რადგან ისინი ნამდვილად ისე გამოიყურებიან რომ ამის გასაკეთებლად(ტიტულის მოსაგებად) ნამდვილად მზად არიან! ჩვენ ვერ მოვახერხეთ გატანა.ასეთი რამეები ხდება.იყო ეს ოპონენტიდან გამომდინარე თუ ამინდისგან.ეს იყო ბრძოლა რომლისთვისაც მზად ვიყავით და ვიბრძოლეთ.ჩვენ კიდევ ერთი ქულით მეტი გვაქვს ვიდრე გუშინ ასე რომ ყველაფერი რიგზეა!''
იურგენ კლოპი კითხვაზე თუ რა ხდის მას ასე თავდაჯერებულს საკუთარი მოთამაშეების მიმართ?
იურგენ კლოპი:
''ჩვენ ვართ ძალიან სტაბილურები და ვართ ზუსტად იქ სადაც უნდა ვიყოთ ყველა განხვავებულ სიტუაციაში.ბიჭები ყოველთვის აჩვენებენ საკუთარ კლასს მოედანზე,ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ თუმცა ვინ წარმოაჩენს საკუთარ თავს მაღალ დონეზე სისტემატიურად? მთავარი ეს არ არის.ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგები ვართ თუმცა სამწუხაროდ ლიგაში მარტო არ ვართ და აქ ბევრი სხვა კარგი გუნდიც არის.ჩვენ უბრალოდ წინ სვლა უნდა გავაგრძელოთ და ეს სწორედ ისაა რასაც გავაკეთებთ.მიღებული ფრის შემდეგ თავი საშინლად ვიგრძენი თუმცა გამოცდილებამ შედეგთან შეგუება და მისი პატივისცემა მასწავლა.რო გაგვეტანა - ფაბინიოს,მოს 2 შანსიდან,მანეს,ვირჯილის,მატიფის თავს განსხვავებულად ვიგრძნობდი თუმცა ყველაფერი რიგზეა.უბრალოდ ბრძოლა გავაგრძელოთ!''
იურგენ კლოპი კითხვაზე უნდა გარისკოს თუ არა ლივერპულმა უფრო მეტად ასეთ მატჩებში?
იურგენ კლოპი:
''ფიქრობთ რომ დღეს საკმარისად არ გავრისკეთ? ყოფილა რომელიმე ფრე სადაც საკმარისად არ გვიცდია რაიმე გამარჯვებისთვის? ფიქრობთ დამატებითი დათვამსხმელის შემოყვანა ყველაფერს შეცვლიდა? ასე არ ხდება.ჩვენ საკმარისად შემტევი გუნდი ვართ.ფეხბურთი არ არის ისეთი როგორიც ეს თქვენ ერთი შეხედვით გგონიათ.წინ 9 მატჩია და არავის მივცემ საშუალებას ნერვებს აჰყვეს.სიტიმ გუშინ მოიგო მატჩი სადაც 20 შანსი ჰქონდათ გოლის გასატანად თუმცა მათ მხოლოდ 1 დარტყმით მოიგეს.შენ სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა გჭირდება თამაშში და ამაში დამატებითი ფორვარდის შემოყვანა ვერ დაგვეხმარებოდა.შენ ვერ დაიწყებ მატჩს 5 ფორვარდით და გექნება იმედი რომ ამით ყველაფერს მოიგებ.ფორვარდის მოვალეობა იმ 1 მომენტის გამოყენებაა რომელიც შეიძლება მიეცეს ან არ მიეცეს მატცში.ჩვენ ვართ საკმარისად შემტევი გუნდი და ვიღებთ საკმარისად დიდ რისკებს გამარჯვებისთვის ნუ ღელავთ.ასე არ ხდება რომ ვამბობდეთ: ''დროა მოდი ყველა შევყაროთ მოედანზე''.განსაკუთრებით პრემიერლიგაში ასე არ ხდება.შემდეგ კვირას ჩვენ ბარნლის ვეთამაშებით და თუ ვინმეს გონია რომ მათ წინააღმდეგ მხოლოდ შეტევაა საჭირო დამიჯერეთ რომ ასეთ შემთხვევაში ისინი ჩვენ კონტრშეტევით მოგვკლავენ.ამაში 100%-ით გარწმუნებთ.ისინი არ დაგველოდებიან ჩვენ.ისინი დანახავენ ჩვენ სისუსტეს და ამისთვის დაგვსჯიან.ჩვენ ყველა მატჩისთვის ისე ვემზადებით როგორც უნდა ვემზადებოდეთ და საჭიროა.ჩვენ ვიღებთ რისკს ყველა მატჩში მაგრამ იმაზე მეტს ვერ გარისკავ ვიდრე ეს საჭიროა.''