სქოულზი ტოტალიზატორში თამაშში შენიშნეს
მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგნდარული ნახევარმცველი, პოლ სქოულზი ტოტალიზატორში თამაშში გამოიჭირეს.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, ვეტერანმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა 2015 წლიდან 2019 წლამდე ჯამში 140 ფსონი განათავსა. ამის გამო კი მას სანქციები ემუქრება.
როგორც ცნობილია, მან ფსონების დადება მაშინ შეწყვიტა, როდესაც "ოლდემის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯო ბარტონმა აღიარა, რომ 2006 წლიდან 2016 წლამდე მან 1260 ფსონი განათავსა.
არა სადააა ყომარი
სად ტოტები და სად ფეხბურთი
