კაკრას კაი პორობები შეთავაზეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე იქნებოდა რო დათანხმებულიყო
.....
ბრიტანული გამოცემა Evening Standard-ი დე ხეას კონტრაქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დავიდ დე ხეას შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა - ესპანელმა მეკარემ კლუბის შეთავაზება იუარა.
შეთავაზებული კონტრაქტის თანახმად, 28 წლის მეკარე კვირაში 350 ათას ფუნტს მიიღებდა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდებოდა. ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალი კვირაში 400 ათასი ფუნტია.
დე ხეას უკმაყოფილების მიზეზი და მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა მეკარის შეძენით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.
ესპანელი მანჩესტერულ კლუბს 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მანჩესტერელებს მისი ტრანსფერი 22 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს შეუძლიია კონტრაქტში შეტანილი პუნქტი გამოიყენოს და ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივოს
* * *
იტალიის ჩემპიონატის 26 - ე ტურში, კარლო ანჩელოტის "ნაპოლი" ჩემპიონობისთვის მებრძოლ აშკარა ფავორიტს ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა დრამატულ ფონზე წარიმართა და ორ წითელ ბარათთან ერთად, გულშემატკივარმა ერთი გაცუდებული თერთმეტმეტრიანიც იხილა. საბოლოო ჯამში ტურინელებმა ანგარიშით 1 - 2 იმარჯვეს.
Gazetta dello Sport - ის ცნობით, აღნიშნულ მატჩს, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტებიც დაესწრნენ. "წითელი ეშმაკები" ნეაპოლელების ცენტრალურ მცველს კალიდუ კულიბალისა და ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველს ჟოაო კანსელოს აკვირდებოდნენ.
კულიბალიმ შეხვედრის სრულად ჩატარება შეძლო, ხოლო კანსელო, მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრის 61 წუთზე შეცვალა.
* * *
მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდრეას პერეირას მოქმედი კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და ბრაზილიელს თავის საკუთრებაში 2020 წლამდე ტოვებს.
23 წლის ფეხბურთელმა "გრანადასა" და "ვალენსიაში" იჯარის წესით განათხოვრების შემდეგ "იუნაიტედის" პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გაიკვალა გზა.
ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო "საუთჰემპტონთან" ქამბექით მოგებულ მატჩში და მისი დიდი წვლილია პარიზში პსჟ-ს დამარცხებაშიც.
"იუნაიტედს" პერეირას კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ სხვა კლუბებთან მისი გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვა ახლა უკვე თანხის დამსახებლის პოზიციიდან შეუძლია.
წყარო: BBC
* * *