უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი "ლივერპულის" შემტევ სადიო მანეს გადაბირების შემდეგ "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს გადაბირებას შეეცდება...
ფრანგი სპეციალისტი 26 წლის მანეს გადაბირებით ჯერ კიდევ გასულ სეზონში ინტერესდებოდა, მაგრამ მისი "სამეფო კლუბიდან" წასვლის შემდეგ მადრიდელთა ინტერესი გაქრა.
ახლა, როცა ზიზუ "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა, მანეს მიმართ ინტერესი განახლდა. ფრანგული პრესა მიიჩნევს, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესს "ლივერპულის" შემტევის გადაბირებას სთხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები "მერსისაიდელებს" სენეგალელის ტრანსფერზე შეუთანხმდებიან, პერესი "პსჟ"-დან კილიან მბაპეს ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება. ზიდანს შეტევის ხაზის სრული გადახალისება სურს. მისთვის ზაფხულში მანეს და მბაპეს ტრანსფერები პრიორიტეტულია.
მანეს უნდა შეეშვან და მბაპეზე იჩალიჩონ
გვყავს მარცხენა ფლანგზე ხალხი ბლომად