ძაან მაგარ სტატიას გადავაწყდი 2011 წელს გაკეთებულს.
https://bleacherreport.com/articles/772843-...n-20-categoriesერთი საინტერესო კომენტარია - "თუ მოწინააღმდეგესთან შედარებით უარესი გუნდი მყავს, უეჭველი რონალდოს ავირჩევდი"-ო.
დღესაც შევადგინოთ აბა შედარება:
1) ჯარიმები - ფრე.
თავიდან რონალდო ჯობნიდა, შემდეგ მესიმ აჯობა, დღეს თანაბრად არის. რონალდოს მეტი ჯარიმა აქვს კარიერაში. 2015/2016 და 2018/2019 სეზონები იყო საუკეთესო ჯარიმების წელი მესისთვის და 2010/2011 და 2011/2012 სეზონები იყო რონალდოსთვის.
2) დრიბლინგი - მესი.
რონალდოს ერთი პერიოდი ძალიან კარგი დრიბლინგი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მესის დაბალმა გრავიტაციის ცენტრმა გადაწონა. მესი იგებს აქ.
3) თავით თამაში - რონალდო.
რონალდო ალბათ საუკეთესო თავით მოთამაშეა ისტორიაში. მესი ცუდად არ თამაშობს თავით, მაგრამ მარტო ბარსელონას მწვრთნელი თუ მოიფიქრებს, რომ მაღალი ჩაწოდებები აკეთოს საჯარიმოში როცა მესია.

4) ტექნიკა - ფრე.
ორივე ძალიან ტექნიკურია. არ დამავიწყდება რონალდოს რო გრძელი პასი მისცეს და ტიპმა ზურგით მიიღო და ისე გაცდა მეტოქეს.

თამაშგარე აწია მსაჯმა, მაგრამ მცველმა არ იცოდა მაშინ ეგ. მოკლედ ორივე ძაან ტექნიკურია.
5) პასები - მესი.
გამჭოლ პასებში მესი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
6) ფლანგიდან ჩაწოდება - რონალდო.
რონალდო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კროსერია. თავის პიკში როცა იყო თავზე ასვამდა თანაგუნდელებს.
7) გოლეადორობა - ფრე.
თუ პასებით კარგად ამარაგებენ, ორივე უძლიერესი გამტანია. 2014/2015 წლის სეზონზე 48 გოლი გაიტანა რონალდომ ლა ლიგაში, 2011/2012-ში 50 მესიმ. ლიგაზე რონალდოს მეტი აქვს გატანილი.
8) შორიდან დარტყმა - რონალდო.
ვიცი ვალვერდეს პერიოდში მესი სნაიპერივით ურტყავდა შორიდან, მაგრამ მთელი კარიერის მანძილზე რონალდო უკეთ ურტყავდა შორიდან.
3-2 მოიგო რონალდომ.

არ მიცდია, რა შემეშალა მითხარით ან რა ჩავამატოთ მაშინ და მერე რა გამოვა.
პ.ს. დაცვითი კონტრიბუცია რო ჩამესვა ისევ რონალდო აიღებდა ქულას და აღარ ვიკადრე.
This post has been edited by Virtuslb on 11 Dec 2020, 21:36
History and everything else...