აგერ წინა თამაშში მაინც არ გაეჭრა კრს ეგ გამჭოლი პასი გარე ტერფით თან სრაზუ ორი ორი კაცი სანამ მიახტა ზედ, იმენა ერთ წამში დაასვა ფეხზე ტიპს, სანამ ბურთი მიიღო უკვე ნაფიქრი ქონდა ;დ
და იმის წინ კიდე ვაბშე ცენტრიდან ასისტი დაუხატა მორატას.
მანამდე საფრანგეთთან გააკეთა ძალიან მაგარი და იასნია შტანგას გაარტყა, ვინ იყო არ მახსოვს.
კიდე შვედეთთან თუ ვის ეთამაშნენ, ხორვატიასთან მგონი - იქაც შტანგას გაურტყეს და ა.შ. თითო მაინც აქვს ყველა თამაშში, პროსტა ვერ გააქვთ და იკარგება.
ნაკრებების დამამახსოვრდა, სუ სამი თამაში იყო წელს, თან ნომრალურ გუნდებთან.
ტიპი 36 წლისაა და ოფიციალურად გადასულია - რაც შეილება მეტი გოლის გატანის რეჟიმზე, მარა მაინც აკეთებს აქა-იქ უთესლეს პასებს, იმიტო რო აქვს ეგ სკილი, რონალდოა, ვიცით რა კალიბრის იგროკიცაა და რატო გვაშტერებთთ ის ხალხი, ვინც 1 წუთს არ უყურებთ ჰაილაითსაც კი, ნიტოშტო თამაშებს ;დ
ერთადერთი ვინც მაგ სქილში დაუდგება, ისევ მესია, რომელიც ჯობია ბაზარი არაა, მარა სხვა ფაქტორებიცაა, რის გამოც ხშირად აკეთებს უფრო ეგეთ პასებს და ჩანს.
უმთავრესი ისევ ფიზიკაა- ჯუჯაა ტიპი და სამი ადეკვატური ვარიანტი აქვს რეალურად შეტევაში:
-დრიბლინგის ნიჭი გამოიყენოს და მიაწვინოს მცველები და ისე შევიდეს მეკარესთან;
-კომბინაცია გაითამაშოს ე.წ. კედლებით და ისე გავიდნენ ორი ერთზე ან 1/1 ზე მეკარესთან;
-მთელი დაცვის ყურადღება რო ამაზეა, გაუჭრას პასი ნაპარნიკს;
ნუ მეოთხე ვარიანტიცაა იასნია, ფლანგზე თუა ოღონდ, რო ჩააწოდოს.
სხვა ვარიანტები არაა და აკეთებს ლეოც ამას სულ, რითიც წერს და წერს ფლეიმეიქერობის სტატისტიკას.
რონალდოსაც რიგივე ვარიანტები აქვს:
-იგივე რაც მესის, ანუ დრიბლინგი და მეკარესთან შესვლა, რასაც ვეღარ აკეთებს, ან ძალიან იშვიათად, იმიტო რო დაბერდა და ის სისხარტე და მომენტალური სპრინტი რო აღარ აქვს, სიმაღლე ძალიან უფუჭებს წონასწორობას.
სანამ ახალგაზრდა იყო, არ უშლიდა დიდად ეგ 187 სმ როა ;დ
-აქაც იგივე, ანუ კომბინაციებით შევიდნენ მეკარესთან. ნუ ეს დიბალასთან გამოდიოდა ერთ დროს და ახლა თითქოს მორატასთან შეთამაშდა.
-მეტოქის ყურადღება რო ამაზეა, გაუჭრას პასი ნაპარნიკს. მარა ამას რონალდო არ აკეთებს ხშირად, იმიტო რო თითონ ურჩევნია რო გოლის ნიშნულში ჩაეწეროს ერთიანი, ვიდრე ასისტში.
(ასევე, ეს არ ნიშნავს რო აუცილებლად მესის დონისაა მაგაში, მესი ასეც და ისეც უკეთესი იქნება, მთელი კარიერა მაგას შვება უფრო ხშირად და იასნაი დახვეწა და დახვეწა იდეალურ დონეზე).
ხოდა კრს , ნუ როცა სხვა გზა არაა ხოლმე, უწევს გაკეთება და ძალიან კარგად გამოსდის, ვინც თამაშებს უყურებს, ეცოდინება იმას ისედაც.
და ასევე, როგორც აქამდეც ათასჯერ ვთქვი, აბსოლუტური რეგვენი უნდა იყოს კრს სიმაღლის და ნახტომის , ასევე პოზიციის იდეალურად შერჩევის უნარების მქონე ტიპი რო ფლეიმეიქერად ითამაშებდეს თავს ძალით.
ასისტენტის მაგივრად მეგოლის როლით უფრო მეტი კონტრიბუცია აქვს და რავი ციფრებზეც აისახება, აღარაა ის ასაკი რო პრაგმატულობის გარდა სხვა რამეზე იფიქროს ტიპმა, არიქა ჰუსქორდ.ქომის რეიტინგში პროცენტები ავწიო, მეტი პასები გავცეო ;დ
ან ფორუმზე ხალხმა ფლეიმეიქერი მეძახოსო

პ.ს. ინტერნეტის ეპოქაა ბლიად , აი უტრირების გარეშე, ყველა წამი ( უკლებლივ ) რაც უთამაშიათ კრ და მესის, ესე 900/1000 თამაში ხო აქვთ, ხოდა იმენა ყველა წამი მოიპოვება იუთუბზე და სხვაგან.
ჯუზეპე მეაცას და მათიაშ სინდელარის და სხვა მითიური პერსონაჟების დრო ხო აღარაა ბლიად, რო მარჩიელობაზე იყოს, იმენა ყველაფერი ხელისგულზეა და ხალხი 2021 წელს კიდე წერს, მოედნის ხედვა არ აქვსო კრს, რომელიც ისტორიაში ერთერთი საუკეთესოა მაგ სქილში, ისევე როგორც საერთოდ ყველა სქილში, რაც შემტევ ფეხბურთელს გააჩნია.
მარტლა დაიჯერა იმენა ხალხმა, რო მთელი მსოფლიო ###ა და პროსტა გოლების მაჩვენებლის იდენტურობის გამოა მესი კრს შედარებები ამდენი ხანი ;დ
აი რაც არვიცი იმაზე არ ვლაპარაკობ რა არასდროს არსად, იმიტო რო ვიღაც იქნება მერე, ვინც ერკვევა მაგ საკითხში და მიხვდება რა დონის დილეტანტიც ვარ და ტეხავს მაგრა და რატო აკეთებთ ეგეთ რამეს, ახსნა არ მაქვს ;დ
აი პირობითად, ჩოგბურთში ვერ ვერკვევი დეტალურად და სტერეოტიპულ დონეზე ვიცი რა, რო ფეძია ყველაზე ტეხნარი და სანახაობრივი ტიპია, ნადალს ფიზიკა აქვს საუკეთესო და მაგიტოა თიხაზე მტყვნელი და ჯოკოს მენტალობა აქვს რობოტის და ა.შ.
ხოდა ახლა რო შევიდე ტენისის განყში და დეტალური შედარებები დავიწყო ამათი და რაღაც სქილების დაკნინება, რისი გონზეც არ ვარ რეალურად , ვის რა დონეზე აქვს ესა თუ ის სქილი, გამოვა ვიღაც მცოდნე და მაგრა დამცინებს ალბათ ;დ
ხოდა ეგეთ რამეს აკეთებთ აქ კრს ჰეითერები ;დ
კსტაწი, ჰეითერებიც არხართ, იმენა ვერ ერკვევით რა პროსტა და აბსურდებს წერთ ხოლმე ;დ
ჰეითერი ვიცი ათუკა მარტო.
იდეალურად ერკვევა ფეხბურთში და ზუსტად იცის რა დონის იგროკიცაა რონალდო აბსოლუტურად ყველა სქილში, პროსტა არ უნდა და არ აწყობს რო სიმარტლე წეროს, არასდროს იზამს მაგას. თავის თავსაც უმალავს მგონი, იმდენი ხანია მაგას შვება
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4